რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩავატარეთ პედაგოგიური კვლევა თემაზე „ თანამშრომლობის როლი ინკლუზიურ განათლებაში“ . კვლევის მიზანი იყო გზებისა და საშუალებების ძიება, რომლებიც ხელს შეუწყობდა თანამშრომლობასა და კომუნიკაციას მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რაც თავის მხრივ დადებითად აისახებოდა სსსმ მოსწავლის სასწავლო შედეგებზე. ჩვენი ამოცანა იყო მიგვეცა მშობლებისთვის მეტი ინიციატივის საშუალება და მხარი დაგვეჭირა მისაღები წამოწყებისათვის . კვლევა გრძელდებოდა 03.12.2017- დან 29.03.2018 წლამდე. კვლევის პირველ კვირას გამოვყავით სამიზნე ჯგუფი, დავსახეთ სამუშაო გეგმა, ინტერვენციები, შევიმუშავეთ პრეტესტის, პოსტტესტის და ანკეტირების კითხვები, მოვიძიეთ შესაბამისი მასალა და რესურსები. კვლევის მანძილზე სისტემატურად ვხვდებოდით მასწავლებლებსა და მშობლებს, ...