რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ


                  რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების  შესახებ

სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩავატარეთ პედაგოგიური კვლევა თემაზეთანამშრომლობის როლი ინკლუზიურ განათლებაში“.

კვლევის მიზანი იყო გზებისა და საშუალებების ძიება, რომლებიც ხელს შეუწყობდა თანამშრომლობასა და კომუნიკაციას მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რაც თავის მხრივ დადებითად აისახებოდა სსსმ მოსწავლის სასწავლო შედეგებზე.
ჩვენი ამოცანა იყო მიგვეცა მშობლებისთვის მეტი ინიციატივის საშუალება და მხარი დაგვეჭირა მისაღები წამოწყებისათვის.
კვლევა გრძელდებოდა 03.12.2017- დან  29.03.2018 წლამდე.

კვლევის პირველ კვირას გამოვყავით სამიზნე ჯგუფი, დავსახეთ სამუშაო გეგმა, ინტერვენციები, შევიმუშავეთ პრეტესტის, პოსტტესტის და ანკეტირების კითხვები, მოვიძიეთ შესაბამისი მასალა და რესურსები.

კვლევის მანძილზე სისტემატურად ვხვდებოდით მასწავლებლებსა და მშობლებს, ვაწარმოებდით დღიურს და ყოველ კვირას ვაანალიზებდით გაწეულ მუშაობას. კვლევის პირველ ეტაპზე ჩავატარეთ პრეტესტი და ანკეტირება გამოვყავით პრობლემები, დავახარისხეთ პრიორიტეტების მიხედვით და  შევუდექით მათი დაძლევის გზების ძიებას. 

კვლევის მეორე ეტაპზე დავიწყეთ მასწავლებლებთან  და მშობლებთან საუბრები. მასწავლებლებს ვაცნობდით მშობლების მოსაზრებებს, ინიციატივებს, ხოლო მშობლებს  ინკლუზიური განათლების პრინციპებს, სწავლების სტრატეგიებს, მასწავლებლების მოსაზრებებს და ინიციატივებს. მასწავლებლებს და მშობლებს შევთავაზეთ ჩვენი აქტივობები და ვთხოვეთ მათი გამოყენება. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, კვლევის მანძილზე მივაღწიეთ სასურველ შედეგს, გაიზარდა მოსწავლეების მოტივაცია და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა, რაც თავის მხრივ აისახა მათ სასწავლო შედეგებზე.

კვლევის მესამე ეტაპზე ჩავატარეთ პოსტესტი, რამაც დაგვანახა როგორ  გაიზარდა მშობლების ინფორმირებულობის დონე. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა გავუზიარეთ კოლეგებს და მათგან მივიღეთ კონსტრუქციული უკუკავშირი. ჩვენი რეკომენდაციები გამომდინარეობს ჩატარებული კვლევიდან და გათვალისწინებულია ყველა პედაგოგისა  და დაინტერესებული პირისათვის.
კვლევითი მუშაობის შედეგებს ვაფასებთ დადებითად. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

საჭიროებების კვლევა (ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში: ,,დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენციის გზები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე"

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ