პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში: ,,დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენციის გზები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე"

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენციის გზები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე

სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო  სკოლის 
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი:
გიორგი მამასახლისი

თბილისი  2019 წ.
:

თავი I. შესავალი
3
1.1. პრობლემის აქტუალობა
3
1.2. კვლევის მიზანი
3
1.3. ძირითადი დასკვნები
4
თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა
4
თავი III. კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები)
6
თავი IV. გამოყენებული მეთოდები
7
4.1. აღწერითი დაკვირვება
7
4.2. ფოკუსირებული დაკვირვება
7
4.3. შერჩევითი დაკვირვება
8
4.4. ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ)
8
4.5. ანკეტირება
8
თავი V. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები, რეკომენდაციები
9
5.1. მონაცემთა ანალიზი
9
5.2. განხორციელებული ინტერვენცია
12
5.3. ინტერვენციების შეფასება
13
5.4. რეკომენდაციები
13
თავი VI. დასკვნები - მიღებული შედეგების შეჯამება
14
თავი VII. გამოყენებული ლიტერატურა
15
დანართი
16
დანართი 1. დიაგნოსტიკური ტესტი
16
დანართი 2. ჯგუფური დაკვირვების ფორმა
17
დანართი 3. ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა
17
დანართი 4. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია ,,უსაფრთხოების წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“
18
დანართი 5. ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის
19
დანართი 6. მშობელთა გამოკითხვის ანკეტა
20
დანართი 7. სასწავლო რესურსი: ვიზუალური მასალა - ილუსტრაცია ,,უსაფრთხოების და ქცევის წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“ (ფორმატი A1)
21

თავი I. შესავალი

1.1. პრობლემის აქტუალობა: ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია შეიქმნას პოზიტიური გარემო მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური შესაძლებლობების განვითარების, მისი პირადი და სოციალური კეთილდღეობის ამაღლებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებისათვის. ჯანმრთელობა და უსაფრთხოების მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა კავშირია ფიზიკურ აქტივობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებას შორის, ითავისებენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, უვითარდებათ უსაფრთხოების წესების დაცვის უნარ-ჩვევები. ყურადღება ექცევა უსაფრთხოების წესების სწავლებას ფიზიკური აქტივობისა და თამაშის დროს, უსაფრთხო ქცევის წესებს სპორტულ დარბაზსა და მოედანზე, სპორტულ ინვენტართან და სხვა. მოსწავლე სწავლობს პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს, რომელიც კლასიდან კლასში თანდათანობით რთულდება. ყოველ მომდევნო კლასში ყურადღება მახვილდება ცოდნისა და უნარების განვითარება-განმტკიცებაზე.  
     მიუხედავად ამისა, ბავშვებსა და მოზარდებში ფიზიკური აქტივობებისას, როგორიცაა მოძრავი და სპორტული თამაშები, მძლეოსნობა, ტანვარჯიში და ა.შ., დაზიანებებისა და ტრავმების შემთხვევების რისკი საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა სასწავლო პროცესში ადეკვატური სტრატეგიებისა და აქტივობების გამოყენებით.
     მასწავლებელი, ცხადია, ყოველთვის ცდილობს მიადევნოს თვალყური უსაფრთხოების წესებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ ხერხდება მათი დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კლასი მრავალრიცხოვანია.
     ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საკვლევი საკითხი მეტად აქტუალური და საყურადღებოა, როგორც მოსწავლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის.
     იმისათვის, რათა შემესწავლა არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მიზანმიმართულად დავხმარებოდი მოსწავლეებს და მასწავლებლებს მათ აღმოფხვრაში, გადავწყვტე ჩამეტარებინა სიღრმისეული კვლევა. საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად: ,,დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენციის გზები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“.

1.2. კვლევის მიზანი: კვლევის მიზნების განსაზღვრისას გავითვალისწინე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებით საფეხურზე მასწავლებლის უპირველესი მიზანია მოსწავლეებს ასწავლოს: ფიზიკური აქტივობის შემდგომ სხეულის მოვლის პროცედურებ; როგორი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვათ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე წლის სხვადასხვა დროს; როგორ დაიცვან უსაფრთხოების წესები სპორტულ ინვენტართან მიმართებაში, სპორტულ დარბაზსა და მოედანზე, მოძრავი და სპორტული თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს.

აქედან გამომდინარე დავისახე კვლევის მიზნები:
     მოვახდინო ფიზიკური აქტივობების პროცესში გამოვლენილი დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და დავსახო მათი პრევენციის გზები:
·      გავეცნო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე უსაფრთხოების დაცვის ეფექტურ სტრატეგიებს, რათა მოვარგო ისინი მოსწავლეების საჭიროებებს და ჩემ პედაგოგიურ პრაქტიკას;
·      დავეხმარო მოსწავლეებს უსაფრთხოების ელემენტარული წესების შესწავლაში, გაგება-გააზრებაში და მათი დაცვის უნარის გამომუშავებაში;
·      ეფექტურად დავგეგმო შემდგომი სასწავლო პროცესი და დავხვეწო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა;
·      ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გავუზიარო კოლეგებს.

1.3. ძირითადი დასკვნები: კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდები დამეხმარება უფრო ზუსტად განვსაზღვრო დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აქტივობებისას გამოვლენილი დაზიანებებისა და ტრავმების რეალური მიზეზები.

თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა

     ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვხედავთ, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, იმისთვის რომ საგაკვეთილო პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, შესაძლებელი გახდეს მოსწავლეებში ფიზიკური აქტივობისას დაზიანებებისა და ტრავმების გაზრდილი რისკის შემცირება და გაკვეთილზე დასახული მიზნების მიღწევა.
     საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის წინსვლას ხელს უწყობს ახალი ტექნიკური ილეთების სწავლება. სწავლებისა და შემდგომ დამოუკიდებლად შესრულების პროცესში აუცილებელია სახიფათო მომენტების წინასწარ გათვალისწინება, რომლებიც იქმნება იქ, სადაც მათზე არ ფიქრობენ ან არ ელოდებიან, როდესაც ივიწყებენ მოსალოდნელ საფრთხეს.
     ინტენსიური ვარჯიშის შედეგად, სასწავლო პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ უსაფრთხოების წესების დაცვის ზოგადი უნარ-ჩვევები, რომელიც კლასიდან კლასში გადასვლისას თანდათანობით რთულდება. მასწავლებელი ვალდებულია პასუხისმგებლობას გრძნობდეს მოსწავლის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მის მიერ სწორად დაგეგმილ გაკვეთილში საჭიროა ყურადღება მიექცეს უსაფრთხოების წესების სწავლებასა და უზრუნველყოფას.
     სავადასხვა ლიტერატურულ წყაროში (დაზღვევა და დახმარება, ტრენინგები სპორტში 2016წ., საკითხავი მასალა; უსაფრთხოების წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე, მ. მნათობიშვილი, ტრენინგები სპორტში 2017წ., დანართი N2, საკითხავი მასალა) მოცემულია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე დაზიანებებისა და ტრავმების მრავალი გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა, მაგალითად:
1. სწავლის პროცესში არასწორი მეთოდის გამოყენება;
2. ილეთთა წყობის დარღვევა, სირთულე უნდა შეეფარდებოდეს შემსრულებლის ძალასა და შესაძლებლობლობას;
3. არასწორი მოთელვა, ფიზიკური დატვირთვისათვის მოუმაზედებლობა;
4. გადაღლა;
5. მეცადინეობის ცუდი ორგანიზაცია;
6. დარბაზში უსისტემოდ, ზედმეტად დადგმული სპორტული ინვენტარი;
7. მეცადინეობის ადგილის არახელასყრელი მდგომარეობა;
8. სპორტული იარაღების ტექნიკური წუნი;
9. დარბაზის სუსტი განათება;
10. ტემპერატურის უკიდურესი ცვლილება;
11. ფიზიკური აქტივობისას სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეუფერებლობა;
12. ბუნებაში უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის წესები;
13. დამხმარე საშუალებების, რბილი ლეიბების არასწორი განლაგება;
14. მაძღარი კუჭით ვარჯიში, რადგან მოსალოდნელია ნაწლავების გადახლართვა, პირღებინება და სხვა;
15. საღეჭი რეზინით ვარჯიში;
16. ვარჯიში სამკაულებით (საყურეები, საათი, სამაჯურები, და ა.შ.);
17. მოსწავლეებში ხელის ბიძგი, კვრა;
18. მოსწავლის მოძრაობის მიმართულების რადიკალური ცვლილება;
19. მასწავლებელის გარეშე (გაუფრთხილებლად) დარბაზის დატოვება და სხვა.
     სარესურსო კრებული (უსაფრთხოება და დაზიანებების პრევენცია, ტრენინგები სპორტში 2016წ., საკითხავი მასალა), ასევე, იძლევა რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ უსაფრთხოების წესების დაცვა და დაზიანებების პრევენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე, მაგალითად:
1. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
2. უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შენობაში და ღია ცის ქვეშ;
3. ვარჯიშის დროს ტანსაცმელის და ფეხსაცმელის სწორად შერჩევა;
4. ინდივიდუალური უსაფრთხოების წესების დაცვა;
5. დატვირთვის სწორი რეგულირება;
6. ვარჯიშის დროს ორგანიზმის გამოშრობის - დეჰიდრატაციის თავიდან აცილება;
7. მსუქანი ბავშვი და ფიზიკური აქტივობა;
8. ასთმა და ფიზიკური აქტივობა;
9. შაქრიანი დიაბეტი და ფიზიკური აქტივობა;
10. ჰეპატიტი და შიდსი და ფიზიკური აქტივობა;
     ამრიგად, სხვადასხვა ლიტერატურის დამუშავებისას ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. იმისათვის, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაუადვილდეთ მათი უკეთესად გაგება-გააზრება და გაკვეთილზე უსაფრთხოების წესების წარმატებით დაცვა, მოვახდინე მრავალგვარი უსაფრთხოების წესების კლასიფიკაცია და 7 ჯგუფად დაყოფა, როგორიცაა (სურათი 1):
1. უსაფრთხო გარემოს შექმნა სპორტულ დარბაზში და მოედანზე;
2. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
3. ინდივიდუალური უსაფრთხოების წესების დაცვა;
4. დისციპლინისა და ქცევის წესების დაცვა;
5. სწავლების დიდაქტიკური პრინციპებისა და მეთოდების დაცვა;
6. დაზღვევის, დახმარებისა და თვითდაზღვევის წესების ცოდნა და გამოყენება;
7. სამედიცინო კონტროლი და მოთხოვნების დაცვა ზოგიერთი დაავადების დროს.

სურათი 1. უსაფრთხოების წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე:

თავი III. კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები)

     კვლევის დაწყებამდე ჩამოვყალიბდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე მთავარი საკვლევი კითხვა - რა არის დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები და როგორია მათი პრევენციის გზები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე?

     მთავარ კითხვაში დასმული პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვეკითხვები:
·      რა შემთხვევაში ხდება გაკვეთილზე დაზიანებებისა და ტრავმების გამოწვევა?
·      ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება გაკვეთილზე დაზიანებებისა და ტრავმების პრევენციისათვის?
·      რომელი უსაფრთხოების წესების დაცვაა აუცილებელი მასწავლებლის მიერ გაკვეთილზე დაზიანებებისა და ტრავმების პრევენციისათვის?
·      რომელი უსაფრთხოების წესების დაცვაა აუცილებელი მოსწავლის მიერ გაკვეთილზე დაზიანებებისა და ტრავმების პრევენციისათვის?
·      შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მიღწეული შედეგის გასაზომად?

     აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევარჩიე ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევიმუშავე კვლევის გეგმა.

თავი IV. გამოყენებული მეთოდები

     კვლევის წარმატებით განხორციელების და მისი შედეგების სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ჩართული დაკვირვება (აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება); ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ); ანკეტირება.
    
4.1. აღწერითი დაკვირვება: პირველი სემესტრის დასასრულს მოსწავლეთა შესაფასებლად დავამზადე ზოგადი მონიტორინგის ფორმა, რომლის საშუალებითაც მინდოდა განმესაზღვრა II კლასის მოსწავლეთა მიერ უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვის უნარი ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე.  ამ მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვაკვირდებოდი 10 მოსწავლეს და შედეგები შემქონდა მონიტორინგის ფორმაში. ყოველივე ამან ნათლად გამოკვეთა, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი უსაფრთხოების წესების ცოდნით და დაცვის უნარით ძალიან ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ II კლასის ფიზიკური აღზრდის სტანდარტს.

4.2. ფოკუსირებული დაკვირვება: აღწერითი დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე გადავედი შემდეგ ეტაპზე - ფოკუსირებულ დაკვირვებაზე. მისი მიზანი იყო რისკის ჯგუფის მოსწავლეთა უსაფრთხოების წესების ცოდნისა და დაცვის უნარის არარსებობის მიზეზების დადგენა და დასკვნების გამოყენება ამ პრობლემის დასაძლევად.
     ფოკუსირებული დაკვირვებისას ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირებები (დანართი1) რისკ ჯგუფის მოსწავლეებთან, სხვადასხვა უნარების შესამოწმებლად: რამდენად იცნობდნენ: ფიზიკური აქტივობის შემდგომ სხეულის მოვლის პროცედურებს; იცოდნენ თუ არა: როგორი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვათ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე წლის სხვადასხვა დროს; რომელი უსაფრთხოების წესების დაცვაა აუცილებელი სპორტულ ინვენტართან მიმართებაში; რომელი უსაფრთხოების წესების დაცვაა აუცილებელი მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს; რომელია ფიზიკური აქტივობისა და თამაშისთვის უსაფრთხო და საფრთხის შემცველი ადგილები; რამდენად იცნობდნენ გაკვეთილზე დისციპლინისა და ქცევის წესებს.
     ამასთანავე დავამზადე მონიტორინგის რვეული, რომლისთვისაც შევადგინე ჯგუფური (10 მოსწავლე) დაკვირვების ფორმა ესგ-ის სტანდარტის მიხედვით (დანართი 2). ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და მარტივი მონიშვნებით ადვილად ვახერხებდი დაკვირვების შედეგების აღრიცხვას.
     ყოველდღიური დაკვირვებისა და დიაგნოსტიკური ტესტების საფუძველზე დამტკიცდა, რომ აღნიშნულ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული უსაფრთხოების წესების დაცვის უნარი, რაც განაპირობებდა დაზიანებებისა და ტრავმების მიზეზებს გაკვეთილზე.

4.3. შერჩევითი დაკვირვება: შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე სამი თვის განმავლობაში ინდივიდუალურად ვაკვირდებოდი უსაფრთხოების  წესების დაცვის უნარის არმქონე მოსწავლეთა განვითარების პროგრესს. პერიოდულად ვატარებდი დიაგნოსტიკურ ტესტირებებს. მონიტორინგის შედეგებს ვინიშნავდი ჩემს მიერ დამზადებულ ინდივიდუალური დაკვირვების ფორმაში (დანართი 3).
     ამავე პერიოდში მოსწავლეებს რეგულარულად ვთავაზობდი დამატებით აქტივობებს (დანართი 4) ფიზიკური აღზრდის გაკვეათილზე უსაფრთხოების წესების შესწავლისთვის. პარალელურად კი, მთელ კლასთან ვმუშაობდი უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვის უნარის გამომუშავებაზე და ამ კუთხითაც ვაწარმოებდი პროგრესის მონიტორინგს (დანართი 3).  

4.4. ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ): რადგანაც მოტივაცია და ზოგადად გაკვეთილზე უსაფრთხოების წესების ცოდნის მიმართ დამოკიდებულება ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მოსწავლეში უსაფრთხოების წესების დაცვის უნარის განსავითარებლად, ფოკუსირებული დაკვირვების შემდგომ, გადავწყვიტე ჩამეტარებინა ფოკუსჯგუფი.
     წინასწარ მომზადებული კითხვების დახმარებით (დანართი 5), ფოკუსჯგუფი ჩავატარე უსაფრთხოების წესების დაცვის უნარის დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ როგორი იყო მათი უსაფრთხოების წესების ცოდნისა და დაცვისადმი მოტივაცია; უსაფრთხოების წესების შესწავლის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებზე მოსწავლის თვითშეფასება. ყოველივე ეს დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და ასევე, მშობელთა გამოკითხვის ანკეტის მომზადებაში.

4.5. ანკეტირება: ფოკუსჯგუფის შედეგად მოპოვებული მონაცემების, კიდევ უფრო მეტად შევსებისა და დაზუსტების მიზნით, ჩავატარე ანკეტირება.
     მოვამზადე მშობელთა გამოკითხვის ანკეტა (დანართი 6), რომელიც ითვალისწინებდა II კლასის ყველა მშობლის მონაწილეობას. მისი შევსება მოხდა მშობელთა კრებაზე ინდივიდუალურად. მშობლებს დაურიგდათ ანკეტის ფურცლები, რომელშიც მათ დააფიქსირეს საკუთარი პასუხები. მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი დამეხმარა, დამედგინა მშობელთა ჩართულობის ხარისხი მოსწავლის სწავლის პროცესში და ასევე, მოსწავლეთა დამოკიდებულება უსაფრთხოების წესების შესწავლისა და დაცვის პროცესის მიმართ.

თავი V. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები, რეკომენდაციები

5.1. მონაცემთა ანალიზი:  
     აღწერითი დაკვირვებისას მოსწავლეებში ნათლად გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების წესების ცოდნისა და დაცვის უნარის  მიმართულებით 10 მოსწავლე ძალიან ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ II კლასის ფიზიკური აღზრდის სტანდარტს. კერძოდ, აღნიშნულ მოსწავლეებს არ შეეძლოთ გაკვეთილზე უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა.
     ქვემოთ წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამა, სადაც ნათლად ჩანს აღწერითი დაკვირვების შედეგები

     ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული უსაფრთხოების წესების დაცვის უნარი (ფ.ა.დაწყ.(I).1.)
     ქვემოთ წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი წრიული დიაგრამის საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს, კონკრეტულად რომელ ინდიკატორში ჰქონდათ მოსწვლეებს ყველაზე დაბალი შედეგები.

     შერჩევითი დაკვირვება გამოვიყენე კვლევის დასკვნით ეტაპზე. მისი ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სწავლა/სწავლების პროცესი პროგრესულად მიმდინარეობდა მოსწავლეებში უსაფრთხოების წესების დაცვის უნარების განვითარების კუთხით.
     შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე ვახორციელებდი მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს, უსაფრთხოების წესების დაცვის უნარების განვითარებისა და ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების შესაფასებლად. ასე რომ, ამ ეტაპზე თანადროულად ვმუშაობდი, როგორც მოსწავლეთა უსაფრთხოების  წესების დაცვის უნარების განვითარებაზე, ისე მიღწეული შედეგების შეფასებაზე
     ქვემოთ წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამა, სადაც ნათლად ჩანს შერჩევითი დაკვირვების შედეგები.

     ფოკუსჯგუბის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ინტერვიუში (დანართი 5) მონაწილე თითქმის ყველა მოსწავლეს ჰქონდა მოტივაცია უსაფრთხოების წესების შესწავლისა და დაცვისადმი.  ინტერვიუს შემდეგი კითხვები დამეხმარა იმის დადგენაში, თუ რა დამოკიდებულება გააჩნდათ მოსწავლეებს უსაფრთხოების წესების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით. მათი უმრავლესობა გამოხატავდა უსაფრთხოების წესების  შესწავლის მიმართ ინტერესს, ვინაიდან გაცნობიერებული ჰქონდათ ის პრობლემები რაც შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.
     მოსწავლეთა ინტერვიუდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსწავლეებს გააჩნიათ უსაფრთხოების წესების ცოდნის მიმართ მოტივაციის საკმარისი მუხტი, რომელიც ადვილად გაღვივდება სათანადო ყურადღებისა, თუ მხარდაჭერის პირობებში და ამ მხარდაჭერაში უდიდესი როლი მასწავლებელთან ერთად, მშობლებსაც ეკისრება.
     ანკტირების ზოგადმა ანალიზმა დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, მშობელთა ხმების უმრავლესობა მოდიოდა პასუხზე - ) ხშირად. ანკეტის საკითხები:
1. ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ ვასწავლო სხეულის მოვლის პროცედურები;
2. ოჯახის წევრები ვასწავლით სხეულის მოვლის პროცედურებ;
3. ვსაუბრობთ უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობაზე;
4. ვსაუბრობთ თამაშისთვის უსაფრთხო და საფრთხის შემცველი ადგილების შესახებ;
5. პრობლემის შემთხვევაში ითხოვს ჩვენგან დახმარებას;
6. უყვარს გაკვეთილზე შესწავლილი უსაფრთხოების წესების შესახებ ჩვენთვის მოყოლა;
7. აკონტროლებთ თუ არა, რომ თქვენ შვილს ჰქონდეს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე აუცილებელი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
     ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზე ნათლად ჩანს აღნიშნული ანალიზის შედეგები.

     ამრიგად, თუ პასუხების გულწრფელობაში ეჭვს არ შევიტანთ, შეიძლება ითქვას, რომ II კლასის მოსწავლეები მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოში იზრდებიან. რაც ადეკვატურად აისახება კიდეც მოსწავლეთა უმრავლესობაზე.
     რადგანაც, კლასის ზოგად მონაცემებზე დაყრდნობა რისკ ჯგუფის მოსწავლეთა შესასწავლად მკაფიო დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა, აქედან გამომდინარე, ცალკე შევკრიბე და გავაანალიზე იმ მშობელთა (სულ ათი მშობელი) პასუხები, რომელთა შვილებიც ჩემი დაკვირვების მთავარ ობიექტს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, ჩემი წინასწარი მოლოდინი გამართლადა, მშობელთა ხმების უმრავლესობა მოდიოდა პასუხზე - ) იშვიათად“. რამდენიმე შემთხვევებში, კი პასუხად ფიქსირდებოდა ) არასოდეს“.
     საბოლოოდ, ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ მოსწავლეებში უსაფრთხოების წესების შესწავლისას წარმოქმნილი პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, რომ არა უსაფრთხო ოჯახური გარემოა (იხ. მომდევნო დიაგრამა).

5.2. განხორციელებული ინტერვენცია:
     კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შევიმუშავე შემდეგი ინტეერვენციები:

1. სხვადასხვა მეთოდური ლიტერატურის გაცნობა უსაფრთხოების წესების სწავლების თანამედროვე და ეფექტური მეთოდების შესახებ;
2. უსაფრთხოების წესების შესახებ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების (პრეზენტაციები, ვიზუალური მასალები - ილუსტრაციები)  შექმნა და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში;
3. დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება სწავლების პროცესში;
4. მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების რეგულარული მონიტორინგი;
5. მშობელებთან აქტიური თანამშრომლობა და მათი ინფორმირება, იმის თაობაზე, თუ როგორ დაეხმარონ შვილებს უსაფრთხოების წესების შესწავლის პროცესში;
6. კლასში უსაფრთხო გარემოს შექმნა.

     გავეცანი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ლიტერატურას. ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი უსაფრთხოების წესების სწავლების  ეფექტური მეთოდებისა და აქტივობების შერჩევა, ასევე დიფერენცირებული სწავლების პრინციპების/მეთოდების გაცნობა და სასწავლო პროცესში დანერგვა.
     დავიწყე დიფერენცირებული სწავლების დანერგვა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე. ჩემი მიზანი იყო სწავლის პროცესში გამეთვალისწინებინა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები, გამოცდილებები, შესაძლებლობები, გამომეყენებინა განსხვავებული აქტივობები, მეთოდები, რესურსები და მიზანმიმართული დახმარება გამეწია ყველა ტიპის მოსწავლისთვის.        
     რეგულარულად ვახდენდი მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების მონიტორინგს. ჩემი მიზანი იყო დროულად შემეფასებინა უსაფრთხოების წესების სწავლების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები და მოსწავლეთა სწავლის პროგრესი, რათა ადექვატურად დამეგეგმა და ეფექტურად წარმემართა ჩემი შემდგომი მუშაობა.
     დავიწყე მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა. მათ სისტემატიურად ვაწვდიდი მოსწავლეთა მიღწევა/წარუმატებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასევე ინდივიდუალურ შეხვედრებზე, თუ მშობელთა კრებებზე ყურადღებას ვამახვილებდი ისეთ თემებზე, როგორიცაა მშობლის როლი მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხებში; ოჯახური უსაფრთხო გარემოს გავლენა ბავშვის უსაფრთხოების წესების სწავლისა და დაცვის მიმართ ინტერესზე და სხვა. ვაწვდიდი შესაბამის ლიტერატურას მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით და ვაძლევდი საჭირო რეკომენდაციებს, თუ როგორ დახმარებოდნენ შვილებს უსაფრთხოების წესების დაცვის უნარების გაუმჯობესებაში.
     ვიზრუნე კლასში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. სპორტულ დარბაზში გავაკარი ვიზუალური მასალა - ილუსტრაცია ,,უსაფრთხოების და ქცევის წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“ (დანართი 7). მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დასვენებების პერიოდში წაეკითხათ, გაეხსენებინათ და წარმატებით დაეცვათ უსაფრთხოების და ქცევის წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე.
     ამრიგად, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებში უსაფრთხოების წესების სწავლისა და დაცვის მიმართ მოტივაციის ამაღლება და დაზიანებებისა და ტრავმების პრევენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე.

5.3. ინტერვენციების შეფასება:
     იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, დავიწყე რეგულარული მონიტორინგი მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად.
     როგორც კვლევის მეთოდების ანალიზისას ავღნიშნე, შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე პარალელურად ვახორციელებდი ფიზიკური აღზრდის გაკვეათილზე უსაფრთხოების ელემენტარული წესების შესწავლისთვის მიმართულ ინტერვენციებს და მისი შედეგების მონიტორინგს.
     ქვემოთ ნაჩვენებია სამი თვის მანძილზე მოსწავლეზე დაკვირვების შედეგების ანალიზი უსაფრთხოების წესების დაცვის უნარებში, ხაზოვანი დიაგრამის სახით (ერთი კონკრეტული მოსწავლის მაგალითზე). მასში ნათლად ჩანს მოსწავლის სწავლის პროგრესი.

5.4. რეკომენდაციები:
     ჩემი პრაქტიკის კვლევის მანძილზე შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა მაჩვენა რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე დაზიანებებისა და ტრავმების პრევენციის და მოსწავლეთა უსაფრთხო და წარმატებული განვითარების პროცესი ეფუძვნება შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებს:
·      მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება;
·      მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება;
·      მასწავლებელისა და მშობლის მჭიდრო თნამშრომლობა;
·      უსაფრთხო გარემო სკოლასა თუ სახლში.
    აქედან გამომდინარე, შევიმუშავე რეკომენდაციები მოსწავლეებში უსაფრთხოების წესების დაცვის უნარის გასაუმჯობესებლად:
·      უსაფრთხოების წესების ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული ინდივიდუალური მონიტორინგი, რომელიც უნდა განხორციელდეს ესგ-ის სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშნული მიმართულების შედეგების მიხედვით;
·      მოსწავლეთა უსაფრთხოების წესების შესწავლის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, რათა მოხდეს თითოეული მოსწავლის სწავლის ინდივიდუალური თავისებურებების/მზაობის გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების შეთავაზება უსაფრთხოების წესების დაცვის უნარის გასაუმჯობესებლად;
·      მოსწავლეებთან უსაფრთხოების წესების შესწავლაზე და დაცვაზე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სასურველი შედეგის მიღწევამდე. განსაკუთრებით ეს აუცილებელია დაბალი დისციპლინის მქონე მოსწავლეებთან;
·      უსაფრთხოების წესების სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის სისტემატიური ურთიერთთანამშრომლობა. კერძოდ, ინფორმაციის გაცვლა მოსწავლის უსაფრთხოების წესების შესწავლის პროცესებთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი დამოკიდებულებები, ქცევა, მიღწევები და სიძნელეები სკოლასა თუ სახლში.

     სპორტულ დარბაზში მუდმივად უნდა გვქონდეს გამოკრული ვიზუალური მასალა - ილუსტრაცია უსაფრთხოების და ქცევის წესების შესახებ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე და რეგულარულად მოვუწოდოთ ბავშვებს მათ დაცვისკენ.    ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გავუწიოთ მშობლებსაც, რადგანაც ყველასათვის ცნობილია, რომ ბავშვის უსაფრთხო გარემოში აღზრდა მისთვის უსაფრთხოების წესების შესწავლის მაღალი მოტივატორი და ჯანმრთელ და წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
     ვინაიდან, მოსწავლეთა დაზიანებები და ტრავმები ხშირად იჩენენ თავს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე არა მხოლოდ II კლასში, საჭიროა მომდევნო კლასებშიც ჩემი კოლეგების მიერ გათვალისწინებულ იქნას ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, რათა მათაც ჰქონდეთ სასურველი შდეგები.

თავი VI. დასკვნები - მიღებული შედეგების შეჯამება

   ჩემ მიერ II კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შემიძლია დავასკვნა, რომ მოსწავლეებში უსაფრთხოების წესების  შესწავლისა და დაცვის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზები შემდეგია:
·      მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული გაკვეთილზე უსაფრთხოების წესების დაცვის უნარები;
·      სწავლა-სწავლების პროცესში არ იყო გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები და განვითარების ტემპი;
·      მოსწავლეები აღიზარდნენ არა უსაფრთხო ოჯახურ გარემოში.

     აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩემ მიერ გატარებულ იქნა კონკრეტული ღონისძიებები. განხორციელებული ინტერვენციების შეფასებამ მიჩვენა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო:
·      მოსწავლეებმა ეფექტურად შეისწავლეს გაკვეთილზე უსაფრთხოების წესები;
·      გაკვეთილებზე საგრძნობლად იკლო დაზიანებებისა და ტრავმების რაოდენობამ.
     ამგვარად, ბავშვებსა და მოზარდებში ფიზიკური აქტივობისას განვითარებული დაზიანებებისა და ტრავმების რისკი საკმაოდ მაღალია,  რომელთა მიზეზები არის სასწავლო დაწესებულებაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ჩატარებისათვის  აუცილებელი უსაფრთხოების წესების დარღვევა. დაზიანებებთან და ტრავმებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ამ წესებისა და მოთხოვნების  სწავლება, უზრუნველყოფა, მკაცრი შესრულება და დაცვა, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის მიერ.
თავი VII. გამოყენებული ლიტერატურა

·      დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024: თავი XIX. სპორტი - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები;  თავი XXVI. სპორტი - წლიური პროგრამები კლასების მიხედვით;
·      უსაფრთხოების წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე, მ. მნათობიშვილი, ტრენინგები სპორტში 2017წ., დანართი N2, საკითხავი მასალა;
·      უსაფრთხოება და დაზიანებების პრევენცია, ტრენინგები სპორტში 2016წ., საკითხავი მასალა;
·      დაზღვევა და დახმარება, ტრენინგები სპორტში 2016წ., საკითხავი მასალა;
·      ფიზიკური აღზრდა და სპორტი, მასწავლებლის წიგნი I-II კლასი - ლ. კიკალიშვილი, გრიფმინიჭებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2018წ. გამომცემლობა პეგასი.
·      ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. რედ.  გ. კახიძე. I ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2002წ.
·      ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. რედ.  გ. კახიძე. II ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2004წ.
·      სპორტის თეორია, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები III ნაწილი, რედ. გ. კახიძე, თბილისი, 2007წ.
·      სპორტი (I-VI კლასები) გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. ძაგანია გ., ქობალია ქ., ლეჟავა ნ., უთურგაიძე მ. თბილისი, 2011წ.

ელექტრონული რესურსები

·       დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024:
თავი XIX. სპორტი - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები:
თავი XXVI. სპორტი - წლიური პროგრამები კლასების მიხედვით:
·      სპორტი (I-VI კლასები) გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. ძაგანია გ., ქობალია ქ., ლეჟავა ნ., უთურგაიძე მ. თბილისი, 2011წ.
·      ზურაბიშვილი თ. სოციალურ მონაცემტა ცენტრი თვისებრივი მმეთოდები სოციალურ კვლევაში::

დანართი

დანართი 1. დიაგნოსტიკური ტესტი:

1. სხეულის მოვლის რომელი პროცედურების დაცვაა აუცილებელი ფიზიკური აქტივობის შემდგომ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. როგორი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვათ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე წლის სხვადასხვა დროს?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რომელი უსაფრთხოების წესების დაცვაა აუცილებელი სპორტულ ინვენტართან მიმართებაში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რომელი უსაფრთხოების წესების დაცვაა აუცილებელი მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რომელია ფიზიკური აქტივობისა და თამაშისთვის უსაფრთხო და საფრთხის შემცველ ადგილები?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. დისციპლინისა და ქცევის რომელი წესების დაცვაა აუცილებელი გაკვეთილზე?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 2. ჯგუფური დაკვირვების ფორმა:

ფ.ა.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

3-მაღალ დონეზე გამოავლინა;   2-საშუალო დონეზე გამოავლინა;   1-საჭიროებს გაუმჯობესებას

თვე
და რიცხვი
N
მოსწავლე (სახელი და გვარი)
აღწერს ფიზიკური აქტივობის შემდგომ სხეულის
მოვლის პროცედურებს
აღწერს, თუ როგორი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვას ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე წლის სხვადასხვა დროს
იცავს უსაფრთხო-ების წესებს სპორტულ ინვენტართან მიმართებაში
იცავს უსაფრთხოების წესებს მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს
ასახელებს ფიზიკური აქტივობისა და თამაშისთვის უსაფრთხო და საფრთხის შემცველ ადგილებს
იცავს გაკვეთილზე დისციპლინისა და ქცევის წესებს

ჯამური ქულა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

დანართი 3. ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა:

მოსწავლე (სახელი და გვარი)  ---------------------------------------------------------------

ფ.ა.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

3-მაღალ დონეზე გამოავლინა;   2-საშუალო დონეზე გამოავლინა;   1-საჭიროებს გაუმჯობესებას

თვე
და რიცხვი
აღწერს ფიზიკური აქტივობის შემდგომ სხეულის
მოვლის პროცედურებს
აღწერს, თუ როგორი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვას ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე წლის სხვადასხვა დროს
იცავს უსაფრთხოების წესებს სპორტულ ინვენტართან მიმართებაში
იცავს უსაფრთხოების წესებს მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს
ასახელებს ფიზიკური აქტივობისა და თამაშისთვის უსაფრთხო და საფრთხის შემცველ ადგილებს
იცავს გაკვეთილზე დისციპლინისა და ქცევის წესებს

ჯამური ქულა

დანართი 4. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია ,,უსაფრთხოების წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“:

დანართი 5. ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის:

1. სთხოვ თუ არა ოჯახის წევრებს, რომ აგიხსნან სხეულის მოვლის პროცედურები?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. გიხსნიან უფროსები სხეულის მოვლის პროცედურებ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. სთხოვ თუ არა ოჯახის წევრებს, რომ შეგიძინონ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილისთვის აუცილებელი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. ინტერესით უსმენ, როდესაც გასწავლიან გაკვეთილზე უსაფრთხოების წესების დაცვას, თუ არ ინტერესდები?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
5. შენ თვითონ ცდილობ დაიცვა გაკვეთილზე უსაფრთხოების წესები დამოუკიდებლად?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
6. მოგწონს როცა იცავ გაკვეთილზე დისციპლინასა და ქცევის წესებს, თუ არა? რატომ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
 7. რა გიადვილდება/გიძნელდება დისციპლინისა და ქცევის წესების დაცვის დროს?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
8. თუ უყვები ხოლმე ვინმეს შესწავლილი უსაფრთხოების წესების შესახებ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
9. სთხოვ თუ არა ოჯახის წევრებს, გიხსნან რომელია თამაშისთვის უსაფრთხო და საფრთხის შემცველ ადგილები?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
10. შენი აზრით, რაში გჭირდება ყველაზე მეტად დახმარება?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 6. მშობელთა გამოკითხვის ანკეტა:

თარიღი:     ---------------------------------------------------------
მოსწავლე : ----------------------------------------------------------
მშობელი:   ----------------------------------------------------------
ვახორციელებ კვლევას მოსწავლეთა უსაფრთხოების წესების დაცვის უნარების განვითარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, შემოხაზოთ თქვენი პასუხები ქვემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება მოსწავლის უსაფრთხოების შედეგების გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამიტომ, პასუხებში თქვენი გულახდილობა მეტად მნიშვნელოვანია.

თითოეული საკითხის ქვეშ შემოხაზეთ მხოლოდ ერთი პასუხი - ),  ),  ),  ან  ).

1. ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ ვასწავლო სხეულის მოვლის პროცედურები;

) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

2. ოჯახის წევრები ვასწავლით სხეულის მოვლის პროცედურებ;

) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

3. ვსაუბრობთ უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობაზე;

) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

4. ვსაუბრობთ თამაშისთვის უსაფრთხო და საფრთხის შემცველ ადგილების შესახებ;

) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

5. პრობლემის შემთხვევაში ითხოვს ჩვენგან დახმარებას;

) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

6. უყვარს გაკვეთილზე შესწავლილი უსაფრთხოების წესების შესახებ ჩვენთვის მოყოლა;

) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

7. აკონტროლებთ თუ არა, რომ თქვენ შვილს ჰქონდეს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე აუცილებელი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

8. თუ კიდევ გსურთ რაიმეს თქმა თქვენი შვილის უსაფრთხოების წესების სწავლების პროცესთან დაკავშირებულ დადებით, ან უარყოფით მხარეებზე, შეგიძლიათ დაწეროთ ქვემოთ:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 7. სასწავლო რესურსი: ვიზუალური მასალა - ილუსტრაცია ,,უსაფრთხოების და ქცევის წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“ (ფორმატი A1):

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

საჭიროებების კვლევა (ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ