რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის მიზანი იყო მომეხდინა ფიზიკური აქტივობების პროცესში გამოვლენილი დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და
დამესახა მათი პრევენციის გზები:
·
გავცნობოდი ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე უსაფრთხოების დაცვის ეფექტურ სტრატეგიებს, რათა მომერგო ისინი
მოსწავლეებისა და ჩემს საჭიროებებს;
·
დავხმარებოდი მოსწავლეებს
უსაფრთხოების ელემენტარული წესების შესწავლაში, გაგება-გააზრებაში
და მათი დაცვის
უნარის გამომუშავებაში;
·
ეფექტურად
დამეგეგმა შემდგომი სასწავლო პროცესი და დამეხვეწა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა;
·
ჩემი
პრაქტიკის კვლევის შედეგები გამეზიარებინა კოლეგებისთვის.
კვლევის
საწყის ეტაპზე შევიმუშავე
კვლევის გეგმა, შევარჩიე ადეკვატური
კვლევის მეთოდები და შევიმუშავე ინტერვენციები - მოვიძიე,
გავეცანი და დავამუშავე შესაბამისი ლიტერატურა, მოვახდინე
უსაფრთხოების წესების კლასიფიკაცია და მათი 7 ჯგუფად დაყოფა, როგორიცაა:
1. უსაფრთხო გარემოს შექმნა
სპორტულ დარბაზში და მოედანზე;
2. სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვა;
3. ინდივიდუალური უსაფრთხოების
წესების დაცვა;
4. დისციპლინისა და ქცევის
წესების დაცვა;
5. სწავლების დიდაქტიკური
პრინციპებისა და მეთოდების დაცვა;
6. დაზღვევის, დახმარებისა
და თვითდაზღვევის წესების ცოდნა და გამოყენება;
7. სამედიცინო კონტროლი და მოთხოვნების დაცვა ზოგიერთი დაავადების დროს.
შევქმენი სასწავლო რესურსები:
1. პრეზენტაცია ,,უსაფრთხოების
წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“;
2. ვიზუალური
მასალა - ილუსტრაცია ,,უსაფრთხოების და ქცევის წესები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
გაკვეთილზე“ (ფორმატი
A1).
ასევე შევიმუშავე: დიაგნოსტიკური ტესტი; ჯგუფური დაკვირვების ფორმა; ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა; ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის; მშობელთა გამოკითხვის ანკეტა.
პრობლემა ძალზედ აქტუალური იყო ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისთვის. ამიტომ, კვლევის მანძილზე (მისი ჩატარების პარალელურად) ჩემი კოლეგები თავადაც
იჩენდნენ ინიციატივას, მიეღოთ ინფორმაცია კვლევის მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად,
კვლევის მანძილზე ვაწყობდი შეხვედრებს მათთან, ვუზიარებდი კვლევის შედეგებს, რომელსაც
ჰქონდა ინტერაქტიური ხასიათი. ვაანალიზებდი მათგან მიღებულ კონსტრუქციულ უკუკავშირს,
რაც ძალიან დამეხმარა სამუშაოს შემდგომ წარმართვასა და კვლევის ფარგლებში უკეთეს შედეგებზე
გასვლაში.
კვლევის დასრულების შემდეგ ჩემი მიზანი იყო ჩატარებული კვლევის
,,დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენციის გზები ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე“ გაცნობა პედაგოგებისათვის, რისთვისაც გამოვიყენე პრეზენტაცია,
როგორც ბეჭდური ვერსია, ასევე სლაიდი. ჩემი პრეზენტაციის მიზანი იყო გამეგო კვლევის
დადებითი და უარყოფითი მხარეები, იყო თუ არა კვლევა საინტერესო და დაეხმარებოდა თუ
არა პედაგოგებს სამომავლოდ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე დაზიანებებისა
და ტრავმების პრევენციაში. პედაგოგებს ვთხოვე მასალის გაცნობის შემდეგ მოეცათ უკუკავშირი.
გაცნობის შემდეგ მოხდა გასაუბრება პედაგოგებთან. მათ გამოთქვეს საკუთარი აზრი არსებულ
კვლევასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების
წესების კლასიფიკაცია, რეალურად დაეხმარება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებს
გაკვეთილებზე დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მრავალგვარი მიზეზის უკეთესად
გაგება-გააზრებაში და უსაფრთხოების წესების წარმატებით დაცვაში. დადებითად შეაფასეს
ამ კვლევაში გამოყენებული ინტერვენციები, რამაც ხელი შეუწყო გაკვეთილებზე
მოსწავლეთა დისციპლინისა და ქცევის წესების დარღვევის კლებას და შესაბამისად, დაზიანებებისა
და ტრავმების რისკის შემცირებას.
კვლევითი მუშაობის შედეგებს ვაფასებ
დადებითად. ჩემი რეკომენდაციები
გამომდინარეობს ჩატარებული კვლევიდან და გათვალისწინებულია როგორც ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.
Комментарии
Отправить комментарий