საჭიროებების კვლევა (ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
საჭიროებების კვლევის ანგარიში



საკვლევი თემა:
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები



სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო  სკოლის 
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი
გიორგი მამასახლისი



თბილისი  2019 წ.
     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლის დირექციას, კოლეგებს და სკოლის მანდატურებს, რომლებიც ისმენდნენ კვლევასთან დაკავშირებით მოსაზრებებს და გვაძლევდნენ განმავითარებელ უკუკავშირს. ასევე, კვლევაში ჩართულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ჩვენთან.

     მადლობას ვუხდი სსიპ ქალაქ თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორს, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, მენტორს, ქალბატონ მიმოზა ტყებუჩავას, კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევებისათვის და გაწეული დახმარებისათვის.

     მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტს გია ბეგიაშვილს, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და ფიზიკური აქტივობა ყველასათვის პოპულარიზაციის მიზნით,  ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისათვის. აგრეთვე, კვლევასთან დაკავშირებით  ინტერვიუში მონაწილეობისათვის და საქართველოს მასშტაბით სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა სტატისტიკური მონაცემების მოწოდებისათვის.

     მადლობას ვუხდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდს, საქართველოში მოზარდების ფიზიკური აქტივობის, სიმსუქნისა და სხვა მავნე ქცევითი რისკ ფაქტორების შესახებ ჩატარებული კვლევების ESPAD, GYTS, COSI, HBSC შედეგად მიღებული სტატისტიკური მონაცემების მოწოდებისათვის.

     მადლობას ვუხდი  ჯანმრთელობის ხელშეწყობის ექსპერტს გიორგი ბახტურიძეს, პლაკატების ,,გაბედე და იყავი ფიზიკურად აქტიური!“ და  ბუკლეტების ,,გაბედე და 
წამოიწყე შვილებთან ერთად თამაში პირველმა!“, ,,ფიზიკური აქტივობა ყველასთვის სასარგებლოა!“ მოწოდებისათვის.

ს ა რ ჩ ე ვ ი:
გვ.
თავი I. შესავალი
4
1.1. პრობლემის აქტუალობა
4
1.2. კვლევის მიზანი
5
1.3. ძირითადი დასკვნები
6
თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა
7
თავი III. კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები)
17
თავი IV. გამოყენებული მეთოდები
19
4.1. აღწერითი დაკვირვება
19
4.2. ფოკუსირებული დაკვირვება
19
4.3. შერჩევითი დაკვირვება
20
4.4. ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ)
21
4.5. ანკეტირება
21
თავი V. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები, რეკომენდაციები
21
5.1. მონაცემთა ანალიზი
21
5.2. განხორციელებული ინტერვენცია
26
5.3. ინტერვენციების შეფასება
28
5.4. რეკომენდაციები
30
თავი VI. დასკვნები - მიღებული შედეგების შეჯამება
31
თავი VII. გამოყენებული ლიტერატურა
31
დანართი
34
დანართი 1. სიღრმისეული ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
34
დანართი 2. სიღრმისეული ინტერვიუ  სკოლის მანდატურთან
35
დანართი 3. დიაგნოსტიკური ტესტი
36
დანართი 4. ჯგუფური დაკვირვების ფორმა
37
დანართი 5. ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა
37
დანართი 6. ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის
38
დანართი 7. მშობელთა გამოკითხვის ანკეტა
39
დანართი 8. პლაკატი ,,გაბედე და იყავი ფიზიკურად აქტიური!“
40
დანართი 9.  ბუკლეტი ,,გაბედე და წამოიწყე შვილებთან ერთად თამაში პირველმა!“
41
დანართი 10. ბუკლეტი ,,ფიზიკური აქტივობა ყველასთვის სასარგებლოა!“
42
დანართი 11. პრეზენტაცია ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“
43
დანართი 12. პრეზენტაცია მავნე ჩვევის  - ,,ალკოჰოლის მოხმარება“ პრევენცია
43
დანართი 13. პრეზენტაცია მავნე ჩვევის  - ,,თამბაქოს მოხმარება“ პრევენცია
44
დანართი 14. პრეზენტაცია მავნე ჩვევის  -,,ნარკოტიკების მოხმარება“ პრევენცია
44
დანართი 15. პრეზენტაცია ,,ფიზიკური აქტივობის სახეები და ჯანმრთელობა“
45
დანართი 16. პრეზენტაცია ჯანსაღი კვება ,,ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები“
45
დანართი 17. პრეზენტაცია ,,პირადი ჰიგიენის დაცვის წესები“
46
დანართი 18. საინფორმაციო კუთხე ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“
46
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია
54

თავი I. შესავალი

1.1. პრობლემის აქტუალობა: ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ფიზიკური აღზრდა და სპორტი მეტად მნიშვნელოვანია პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. მოზარდმა დაწყებითი კლასებიდანვე უნდა შეიმეცნოს ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების, სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მოსწავლეებს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ისინი გახდნენ აქტიური და შრომისუნარიანი მოქალაქეები. ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მოსახლეობა კი პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის თავდაცვის უნარზე, ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის, განმტკიცებას.
     მავნე ჩვევების პრევენციის თვალსაზრისით, ფიზიკური ვარჯიშები, მოძრავი და სპორტული თამაშები გულისხმობს შემდეგი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას:  მიღწევის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, წაგების ღირსეულად მიღება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც ფასეულობის, აღქმა და ცხოვრებაში დანერგვა, საკუთარი თავის პოვნა და თვითდამკვიდრება, თანატოლთა წრესთან იდენტობის განცდა და ა.შ.
     დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია შეიქმნას პოზიტიური გარემო მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური შესაძლებლობების განვითარების, მისი პირადი და სოციალური კეთილდღეობის ამაღლებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებისათვის. ჯანმრთელობა და უსაფრთხოების მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა კავშირია ფიზიკურ აქტივობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებას შორის, ითავისებენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
     მიუხედავად ამისა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ბავშვებისა და მოზარდების წინაშე დგას ჯანსაღი ცხოვრების წესის შეგნებული არჩევანის პრობლემა, ისინი:
1. არ არიან სათანადოდ  ინფორმირებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც ხელს უწყობს მავნე ჩვევებისკენ (ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკი) მიდრეკილებას, არასწორი კვების რეჟიმის დაცვას და არაჯანსაღი პროდუქტების მიღებას;
2. არ აქვთ გაცნობიერებული ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელობა, რომ იგი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია;
2. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებს აღიქვამენ არასერიოზულად და მიიჩნევენ მეორეხარისხოვან საგნად;
3. არ აქვთ განვთარებული ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ვინაიდან სპორტისადმი და ზოგადად ფიზიკური აქტივობისადმი იჩენენ ნაკლებ ინტერესს.

     ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა სასწავლო პროცესში ადეკვატური სტრატეგიებისა და აქტივობების გამოყენებით. საკვლევი საკითხი მეტად აქტუალური და საყურადღებოა, როგორც მოსწავლის ჯანმრთელობის განმტკიცებისა და შენარჩუნებისთვის, ასევე მისი ჰარმონიული განვითარებისთვის.


1.2. კვლევის მიზანი:
     საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა საშუალებას გვაძლევს: შევისწავლოთ ბავშვებისა და მოზარდების ცოდნა და დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მავნე ჩვევების (ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები) მოხმარებაზე, ჯანსაღი კვებისა და ჰიგიენის საკითხებზე, ფიზიკური აქტივობის სახეებზე; შევაფასოთ და განვსაზღვროთ მოსწავლეთა საჭიროებები და დავგეგმოთ ინტერვენციის ეფექტური გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშესაწყობად.
აქედან გამომდინარე დავისახე კვლევის მიზნები:
·      მოსწავლეები გახდნენ ინფორმირებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის არსისა და მისი ძირითადი პრინციპების შესახებ;
·      სკოლაში მოხდეს ცოდნის ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, როლზე, შედეგებზე და მოსწავლეებმა გააცნობიერონ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობა;
·      ბავშვებმა და მოზარდებმა გაიცნონ მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები) ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენები და მათი პრევენციის გზები;
·      მოსწავლეებმა შეისწავლონ პირადი ჰიგიენის დაცვის წესები, კბილებისა და სხეულის მოვლის პროცედურები;
·      მოსწავლეებმა გაიცნონ, რომელია ჯანსაღი და ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები პროდუქტები;
·      ბავშვებმა და მოზარდებმა შეისწავლონ ფიზიკური აქტივობის სახეები და მათი ჯანმრთელობაზე  გავლენა;
·      მოსწავლეებს გაუძლიერდეთ ინტერესი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილისადმი, გაიაზრონ ფიზიკური ვარჯიშების მნიშვნელობა და ჩაებან რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში;
·      ბავშვებსა და მოზარდებს გამოუმუშავდეთ ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირება.

1.3. ძირითადი დასკვნები:
     სკოლის განვითარებასა და წინსვლაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილმა, ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, მოსწავლეთა გაჯანსაღებისა და ფიზიკური განვითარების მნიშვნელობამ, პასუხისმგებლობის განცდამ და პროფესიული განვითარების აუცილებლობამ განსაზღვრა კვლევის ჩატარების არსი. სწორედ იმიტომ შევარჩიე საკვლევად აღნიშნული საკითხი, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის განხორციელების შედეგად, მოსწავლეები გააცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, შეძლებენ ჯანსაღი პროდუქტების შერჩევას, პირადი ჰიგიენისა და ფიზიკური ვარჯიშების მნიშვნელობის გააზრებას, მავნე ჩვევების დაძლევასა და ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა
     ეროვნულ სასწავლო გეგმაში (დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024: თავი XIX. სპორტი - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები;  თავი XXVI. სპორტი - წლიური პროგრამები კლასების მიხედვით) მოცემულია დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლების ამოცანები, ესენია:
Ø მოსწავლის ფიზიკურ აქტივობებში ჩაბმა და ამ გზით მისი ფიზიკური  განვითარებისათვის  ხელის შეწყობა;
Ø მოძრაობითი ჩვევების დაუფლება და ფიზიკური თვისებების განვითარება;
Ø ფიზიკური ვარჯიშობისადმი ინტერესის ამაღლება და სიყვარულის  გაღვივება;
Ø ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება.
     ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ასევე ნათლად არის აღწერილი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც, მიმართულებაში - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მოსწავლეები: ეცნობიან, თუ რა კავშირია ფიზიკურ აქტივობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებას შორის, ითავისებენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს; აღწერენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ელემენტების (პირადი ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, უსაფრთხო გარემო) მნიშვნელობას და მათ დადებით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე; აღწერენ მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება) ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
     ერთ-ერთ ლიტერატურულ წყაროში (,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“ გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი 2015 წელი) გავეცანი ინფორმაციას, რომ ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, რადგან ჯანმრთელობისთვის საზიანო ცხოვრების სტილის სათავე ბავშვობაში და, განსაკუთრებით, მოზარდობის პერიოდშია საძიებელი. ამერიკელმა მკვლევარებმა გამოყვეს 6 სახის ქცევა, რომლებიც იწვევენ ავადობას, სოციალურ პრობლემებს და ხშირად, სიკვდილსაც. ესენია: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, არაადეკვატური ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, სქესობრივი ქცევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აივ ინფექცია ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები, ქცევა, რომელიც უბედური შემთხვევებისა და ძალადობის მიზეზი ხდება (US Centers for Disease Control and Prevention, 2011).
სურათი 1. 6 სახის ქცევა, რომლებიც იწვევენ ავადობას, სოციალურ პრობლემებს
და ხშირად, სიკვდილსაც.
     გაცილებით ადვილი და ეფექტურია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და უსაფრთხო ქცევის დანერგვა ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში, ვიდრე არაჯანსაღი ქცევის შეცვლა მოზრდილ ასაკში. სკოლა ჯანსაღი სტარტის საუკეთესო ადგილია. დადასტურებულია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობი ეფექტური სასკოლო პროგრამები ამცირებს ქცევით რისკებს და აუმჯობესებს სასწავლო პროცესს.
     აშკარაა, რომ ახალგაზრდა თაობა საქართველოში კრიზისულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება: დანგრეულია ქცევის უწინდელი სტერეოტიპები, ნორმატიული და ღირებულებითი სისტემა; ახალი სტერეოტიპებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება ხდება ქაოსურად და უსისტემოდ; ახალგაზრდებს არ გააჩნიათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დაეხმარებოდა ცხოვრების ჯანსაღი და ეფექტური სტილის ჩამოყალიბებაში. სოციალური გარემოს მზარდმა მოთხოვნებმა შექმნა მასობრივი ფსიქოემოციური დაძაბულობის ატმოსფერო, რამაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება (,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“ გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი 2015 წელი).   
     ამავე ლიტერატურულ წყაროში განმარტებულია, რა არის პრევენციული მუშაობის მიზანი. ზოგადად, პრევენცია წარმოადგენს წინასწარი ღონისძიებების სისტემას რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად. ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების პრევენციის მიზანია, უარი ვათქმევინოთ ახალგაზრდობას იმ ქიმიურად აქტიური ნივთიერებების მოხმარებაზე, რომლებიც სპეციფიკურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პრევენციის შემდეგ ბავშვები არასოდეს მოიხმარენ ნარკოტიკებს? რა თქმა უნდა, არა! ჩვენ მხოლოდ იმის დაშვება შეგვიძლია, რომ ჩვენი მუშაობა შეამცირებს ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ალბათობას. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ თუ 10-დან 21 წლამდე ასაკობრივ შუალედში ახალგაზრდა არ დაიწყებს ნარკოტიკების მოხმარებას, იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანი მომავალში ნარკომანთა რიცხვში აღმოჩნდება, მინიმალურია. საკუთარი ჯანმრთელობისადმი ადეკვატური დამოკიდებულება, თვითკმარობისა და საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობა, თავდაჯერებულობა, კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების უნარი, კოლექტიურ ინტერესებში ჩართულობა – ყოველივე ეს ეხმარება ახალგაზრდებს საკუთარი ენერგიისა და პოტენციალის რეალიზებაში და ხელს უწყობს ნარკოტიკების მოხმარების ცდუნების მიმართ ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია.
     მოზარდები იშვიათად იკვებებიან სწორად: ისინი მეგობრებთან ერთად სტუმრობენ ,,ფასტ-ფუდის“ ობიექტებს, უყვართ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჩიფსებითა და გაზიანი სასმელებით წახემსება. ასეთი საკვები სავსეა ცხიმით, შაქრით, კალორიებით და ნაკლებად შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალებს. სწორი, დაბალანსებული კვების მნიშვნელობის გაცნობიერება დაეხმარება მოზარდებს, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, შესაბამისი წონა, გააძლიერებს მათ იმუნიტეტს და შეამცირებს მომავალში სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ და სწორად აფასებენ ჯანსაღ და სრულფასოვან კვებას, მოზრდილ ასაკში უფრო სწორად იკვებებიან და, შესაბამისად, უფრო ძლიერი და შრომისუნარიანი არიან ცხოვრებაში (,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“ გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი 2015 წელი).
     საკითხავ მასალაში (,,ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და მისი ძირითადი პრინციპები“, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ტრენინგები სპორტში, საკითხავი მასალა, თბილისი 2016 ელი) განმარტებულია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ცხოვრების სტილია, რომელიც ერთმანეთთან უწყვეტ კავშირში მყოფი აუცილებელი კომპონენტებისა და პირობების ერთობლიობაა და ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპებია: ფიზიკური აქტივობა; მავნე ჩვევების პრევენცია; უსაფრთხო გარემო; ჯანსაღი კვება; პირადი ჰიგიენა; დღის რეჟიმი. 


სურათი 2. ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი ელემენტები (პრინციპები):
ასევე, ახსნილია ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ესენია: ცხოვრების წესი - 50%; გენეტიკური ფაქტორები - 20%; გარემო ფაქტორები - 20%; სამედიცინო მომსახურების ხარისხი - 10%.





სურათი 3. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე:





         მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების გათავისება როგორც ადრეულ, ისე სასკოლო ასაკში, ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვა ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, იმუნური სტატუსის ჩამოყალიბებას, სწავლის უნარისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის შემცირებას. ამ მონაცემთა პროცენტული განაწილება ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ფაქტორის გავლენის წილი განსხვავებულია და ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას, მეტწილად, თავად განსაზღვრავს (ცხოვრების წესი - 50%).  ჯანსაღი ცხოვრების წესის სკოლაში დამკვიდრების მიზანია: სკოლის მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი კომპონენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პირადი ჰიგიენის, დღის რეჟიმის, ფიზიკური აქტივობის, სწორი კვებითი ჩვევებისა და კვების კულტურის დამკვიდრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 

     ლიტერატურულ წყაროში (,,ცხოვრების ჯანსაღი წესი“, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ტრენინგები სპორტში, საკითხავი მასალა, დანართი N2, თბილისი 2017 ელი) განმარტებულია, რომ ჯანსაღი ცხოვრებს წესი ეს არის ადამიანის გონივრულ ქცევათა სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვ.), დაფუძნებული ზნეობრივ–რელიგიურ და ნაციონალურ ტრადიციებზე, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გარემოში ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას – ე.ი. სრულ ჯანმრთელობას. ფიზიოლოგები, დიეტოლოგები, ფსიქოლოგები ჯანსაღი ცხოვრების წესს მრავალი შემადგენელი კომპონენტით წარმოადგენენ და თითქმის ყველა მათგანი ბაზისურად მიიჩნევს შემდეგს: ჯანსაღი, სრულფასოვანი, ბალანსირებული კვება; სწორი ფიზიკური აქტივობა; სწორი, სრულფასოვანი ძილი; უარის თქმა მავნე ჩვევებზე; პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმების ცოდნა და დაცვა; გარემოს ეკოლოგიური ფაქტორების (როგორც დადებითი ისე მავნე) ზემოქმედების ცოდნა – გარემოს ჰიგიენა.

სურათი 4. ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი კომპონენტები:


     საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა სტატისტიკური მონაცემები არის სავალალო: მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არის 501 878, რომელთაგან არასაგაკვთიო პროცესში სპორტით დაკავებულია მხოლოდ 109 228  მოსწავლე (21.8 %). საქართველოს რეგიონების მიხედვით არასაგაკვთიო პროცესში სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა სტატისტიკური მონაცემები მოცემულია ცხრილში:
N
რეგიონი
სკოლების რაოდენობა
მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში
არა საგაკვრთიო პროცესში სპორტით დაკავებული მოსწავლეთა რაოდენობა
სულ
ვაჟი
გოგო
ვაჟი
გოგო
სულ
%
1
აჭარა
229
47169
24656
22513
8663
3561
12224
26
2
გურია
97
12955
6698
6257
1995
578
2573
19,8
3
თბილისი
175
162697
82534
80163
31076
11760
42834
19,7
4
იმერეთი
325
65176
33589
31587
10481
2762
13143
20,2
5
კახეთი
177
38721
20335
17486
4960
965
5815
15
6
მცხეთა-მთიანეთი
84
11493
6044
5453
2100
452
2544
22,1
7
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
67
2878
1442
1436
747
218
965
33,5
8
სამეგრელო ზემო სვანეთი
224
38525
20053
18604
5683
1628
7302
18,9
9
სამცხე-ჯავახეთი
167
21476
11444
10032
3899
1219
5118
23,8
10
ქვემო ქართლი
253
65606
35266
30340
8004
2259
10263
15,6
11
შიდა ქართლი
163
35182
18093
17089
5296
1151
6447
18,3
სულ
1961
501878
260154
240960
82904
26553
109228
21,8

     სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლაში 2019 წლის მონაცემებით, სწავლობს 932 მოსწავლე, რომელთაგან არასაგაკვთიო პროცესში სპორტით დაკავებულია მხოლოდ 150 მოსწავლე.  ქალაქ თბილისის რაიონების მიხედვით არასაგაკვთიო პროცესში სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა სტატისტიკური მონაცემები მოცემულია ცხრილში:
N
რესურსცენტრი
სკოლების რაოდენობა
მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში
არა საგაკვრთიო პროცესში სპორტით დაკავებული მოსწავლეთა რაოდენობა
სულ
ვაჟი
გოგო
ვაჟი
გოგო
სულ
%
1
გლდანი-ნაძალადევი
47
46172
23395
22777
7202
2415
9615
20,8
2
დიდუბე-ჩოღურეთი
13
11689
5930
5759
2591
1010
3601
30,8
3
ვაკე-საბურთალო
31
30464
15857
14607
7914
3049
10963
36
4
ძველი თბილისი
36
27438
13660
13778
6681
2799
9480
34,5
5
ისანი-სამგორი
48
46934
23692
23242
6688
2487
9175
19,5
სულ
175
162697
82534
80163
31076
11760
42834
19,7
     გავეცანი საქართველოში მოზარდების ფიზიკური აქტივობის, სიმსუქნისა და სხვა მავნე ქცევითი რისკ ფაქტორების შესახებ ჩატარებულ შემდეგ კვლევებს:
Ø ESPAD - ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა 2016, 16 წლის მოზარდები;
Ø GYTS - თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში, 2017 (13-15 წლის მოზარდები);
Ø COSI - ბავშვთა  სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივა (საქართველო &ჯანმო - 2017) 7 წლის ბავშვები;
Ø HBSC - ქცევითი რისკ-ფაქტორების თვითშეფასების კვლევა, 2018 (11, 13, 15 წლის მოზარდები).

     ESPAD - ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა 2016, 16 წლის მოზარდები (190 სკოლა, 2400 ზე მეტი მოსწავლე) მიხედვით:
·      რეგულარული მწეველია მოსწავლეთა 12% (ბიჭების 19% და გოგონების 4%). მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28% და გოგონების 13%) მოწევა პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% (ბიჭების 6% და გოგონების 2%) აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყო;
·      მოსწავლეების 85%-მა (ბიჭების 86% და გოგონების 83%) აღნიშნა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი. მათ, ვისაც ალკოჰოლური სასმელი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული, 40-ჯერ ან მეტჯერ დალია 22%-მა; და ეს მაჩვენებელი ბიჭებს შორის (31%) თითქმის სამჯერ უფრო მაღალია გოგონებთან (12%) შედარებით;
·      მოსწავლეთა 43%-მა განაცხადა, რომ ალკოჰოლი მიიღო უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში;
·      მოსწავლეების 11%-მა აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი). 8%-მა მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამოიყენა; მოსწავლეთა 4%-მა კი - უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. ბიჭებში მარიხუანის ან ჰაშიშის (კანაფი) გამოყენება გაცილებით მაღალია. მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა.
·      მოსწავლეთა აზრით ისინი ძალინ დიდ დროს უთმობენ სოციალური მედიას (58%) და ეთანხმებიან მშობლების აზრს, რომ სოციალური მედიას ძალაინ დიდ დროს უთმობენ (49%). მოსწავლეთა 14%-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ფულზე უთამაშია.

     GYTS - თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში ,2017 (13-15 წლის მოზარდები), მიხედვით:
·      გამოკითხულთა 15.4% (20.6% ბიჭი, 9.6% გოგონა) თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის ამჟამინდელი მომხმარებელია.
     COSI - ბავშვთა  სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივა (საქართველო &ჯანმო - 2017) 7 წლის ბავშვები (242 სკოლა, 2400 ზე მეტი მოსწავლე) კვლევების მიხედვით:
·      ჭარბი წონა აღენიშნებათ: ბიჭების  - 26%, გოგონების - 22%;
·      სიმსუქნე აღენიშნებათ: ბიჭების - 10%, გოგნების - 7%;
·      მშობლების შეფასებით: 87% ყოველდღე მინიმუმ 1 საათი აქტიურია, 51% დადის სპორტზე, ცეკვაზე და სხვა - მინიმუმ კვირაში 2 საათი აქტიურია, და მხოლოდ 41% შაბათ-კვირას თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს ან უყურებს ტელევიზორს.

     HBSC (საქართველო&ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისი) - ქცევითი რისკ-ფაქტორების თვითშეფასების კვლევა, 2018. 11, 13, 15 წლის მოზარდები (123 სკოლა, 4242 მოსწაველე, მ/შ 11 წლის-1391, 13 წლის-1502, 15 წლის-1349), მიხედვით:
·      კვირაში 7 დღე თავს აქტიურად თვლის ბიჭების - 25%,  გოგონების - 17% (ფიზიკური აქტიურობა კლებულობს ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით გოგონებში);
·      კვირის სასწავლო დღეებში 36% უყურებს ტელევიზორს ან თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს დღეში მინიმუმ 2 საათით, ხოლო შაბათ-კვირას 68%;
·      სკოლის სიყვარული: 11 წლის ასაკში - 42%, 13 წლია ასაკში - 33% და 15 წლის ასაკში - 25%.



     ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:
·      5-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები და მოზარდები ყოველდღიურად უნდა          დაკავდნენ არა ნაკლებ 60 წუთისა საშუალო (სწრაფი სიარული) და კვირაში არანაკლებ სამი დღისა მაღალი ინტენსივობის (სირბილი) ფიზიკური აქტივობით;
·      ძვალ-კუნთოვანი სისტემის უკეთ განვითარებისათვის საჭიროა მაღალი ნტენსიური ფიზიკური აქტივობა 60 წუთი არანაკლებ სამჯერ კვირაში.


     განხილულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბე მთავარი საკვლევი კითხვა, კვლევის ამოცანები, ინტერვენციები და ინტერვენციების შეფასების სტრატეგიები.
თავი III. კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები)

     კვლევის დაწყებამდე ჩამოვყალიბდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე მთავარი საკვლევი კითხვა - რა პრობლემებთანაა დაკავშირებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ბავშვებსა და მოზარდებში?
     მთავარ კითხვაში დასმული პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვეკითხვები:
·      რამდენად ხშირად ვლინდება სკოლაში მავნე ჩვევების (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება) შემთხვევები?
·      რამდენად არიან დაკავებულები მოსწავლეები ფიზიკური აქტივობითა და სპორტით?
·      ბავშვებმა და მოზარდებმა იციან თუ არა, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორ უნდა შეძლონ მისი დანერგვა?
·      როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?
·      როგორ ავამაღლოთ მასწავლებელთა ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?
·      რა მეთოდები და აქტივობები უნდა განვახორციელოთ, რათა ამაღლდეს მშობელთა ცნობიერება და ჩართულობა?
·      ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები, სტრატეგიები, პროექტები და ღონისძიებები დამეხმარება სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანეგვისათვის?
·      შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მიღწეული შედეგის გასაზომად?

     აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევარჩიე ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევიმუშავე კვლევის გეგმა.







კვლევის ვადები:

     კვლევა მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში 2019-2020 სასწავლო წლის სექტემბერ - ნოემბერში.


აქტივობა

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

02 - 06
09 - 13
16 - 20
23 - 27
01 - 04
07 - 11
14 - 18
21 - 25
28 - 31
04 - 08
11 - 15
18 - 22
25 - 29


პრობლემის
შერჩევა













პროფ. ლიტერატურის დამუშავება













კითხვარების შედგენა და დამუშავება













შეხვედრა სკოლის თანამშრომლებთან













კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება













ინტერვიუ-ანკეტირება
 ფოკუს - ჯგუფები













მონაცემთა
ანალიზი













ინტერვენციების დაგეგმვა













ინტერვენციების განხორციელება













იტერვენციების შედეგებოს ანალიზი













კვლევის ანგარიშის მომზადება













ნაშრომის პრეზენტაცია














თავი IV. გამოყენებული მეთოდები

     კვლევის წარმატებით განხორციელების და მისი შედეგების სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ჩართული დაკვირვება (აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება); ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ); ანკეტირება.
    
4.1. აღწერითი დაკვირვება: მოსწავლეთა შესაფასებლად, პრობლემის არსებობის აღიარებისა და მისი მაშტაბის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციისა და სკოლის სხვა თანამშრომელთა დახმარებით, მოვახდინეთ დაკვირვება სასკოლო გარემოზე.
     იმისათვის, რომ მიმეღო დეტალური, ღრმა და თანამიმდევრული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა გამეკეთებინა საერთო ხასიათის დასკვნები, ვაწარმოე სიღრმისეული ინტერვიუ სკოლის დირექტორთან (დანართი 1) და სკოლის მანდატურთან (დანართი 2).
     დავამზადე ზოგადი მონიტორინგის ფორმა, რომლის საშუალებითაც მინდოდა განმესაზღვრა: მოსწავლეებში რამდენად ხშირად ვლინდებოდა მავნე ჩვევების (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება) შემთხვევები; რამდენად იყვნენ დაკავებულები მოსწავლეები ფიზიკური აქტივობითა და სპორტით; ბავშვებმა და მოზარდებმა იცოდნენ თუ არა, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორ უნდა შეძლონ მისი დანერგვა.
     ამ მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვაკვირდებოდი V-VI კლასების მოსწავლეებს და შედეგები შემქონდა მონიტორინგის ფორმაში. ყოველივე ამან ნათლად გამოკვეთა, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ცოდნით ძალიან ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ V-VI კლასების ფიზიკური აღზრდის სტანდარტს. ასევე გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა არ იყო დაკავებული ფიზიკური აქტივობითა და სპორტით.

4.2. ფოკუსირებული დაკვირვება: აღწერითი დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე გადავედი შემდეგ ეტაპზე - ფოკუსირებულ დაკვირვებაზე. მისი მიზანი იყო დამედგინა მიზეზები, რისკის ჯგუფის მოსწავლეები, რატომ არ იყვნენ ინფორმირებული ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და რატომ არ იყვნენ ჩაბმული ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში.
     ფოკუსირებული დაკვირვებისას ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირებები (დანართი 3) რისკ ჯგუფის მოსწავლეებთან სხვადასხვა უნარების შესამოწმებლად, კერძოდ, რამდენად იცნობდნენ: რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი; რომელ ძირითად ელემენტებს (პრინციპებს) შეიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესი; რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე; რას ნიშნავს მავნე ჩვევები და რა ზიანი მოაქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობისთვის; რას ნიშნავს პირადი ჰიგიენა და სხეულის მოვლის პროცედურები; ფიზიკური აქტივობის რამდენი სახე არსებობს და რა გავლენა აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობაზე; რას ნიშნავს ჯანსაღი და ბალანსირებული კვება.
     ამასთანავე, დავამზადე მონიტორინგის რვეული, რომლისთვისაც შევადგინე ჯგუფური (10 მოსწავლე) დაკვირვების ფორმა ესგ-ის სტანდარტის მიხედვით (დანართი 4). ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და მარტივი მონიშვნებით ადვილად ვახერხებდი დაკვირვების შედეგების აღრიცხვას.
     ყოველდღიური დაკვირვებისა და დიაგნოსტიკური ტესტების საფუძველზე დამტკიცდა, რომ აღნიშნულ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და არ ჰქონდათ განვითარებული მისი დაცვის უნარი, რისი მიზეზებიც იყო მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან მოსწავლეთა არაინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

4.3. შერჩევითი დაკვირვება: შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე ორი თვის განმავლობაში ინდივიდუალურად ვაკვირდებოდი მოსწავლეთა განვითარების პროგრესს. პერიოდულად ვატარებდი დიაგნოსტიკურ ტესტირებებს. მონიტორინგის შედეგებს ვინიშნავდი ჩემ მიერ დამზადებულ ინდივიდუალური დაკვირვების ფორმაში (დანართი 5).
     ამავე პერიოდში, V-VI კლასების მოსწავლეებს, რეგულარულად ვთავაზობდი დამატებით აქტივობებს ჯანსაღი ცხოვრების წესის არსის, მისი შემადგენელი ელემენტების (პრინციპების) შესწავლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისათვის, როგორიცაა: 1. პროექტებით სწავლება ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით; 2. სხვადასხვაგვარი მოძრავი და სპორტული თამაში;  3. კონფერენცია  ,,ცოდნა ძალა და ჯანმრთელობაა“.   

4.4. ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ): ვინაიდან მოტივაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ცოდნის მიმართ დამოკიდებულება ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის უნარის განსავითარებლად, ამიტომ კვლევის პრობლემისადმი რესპოდენტთა დამოკიდებულების გამოსავლენად ფოკუსირებული დაკვირვების შემდგომ, გადავწყვიტე ჩამეტარებინა ფოკუსჯგუფი.
     წინასწარ მომზადებული კითხვების დახმარებით (დანართი 6), ფოკუსჯგუფი ჩავატარე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის უნარის დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ როგორი იყო მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ცოდნისა და დაცვისადმი მოტივაცია; ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მოსწავლის თვითშეფასება. ყოველივე ეს დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და ასევე, მშობელთა გამოკითხვის ანკეტის მომზადებაში.

4.5. ანკეტირება: ფოკუსჯგუფის შედეგად მოპოვებული მონაცემების, კიდევ უფრო მეტად შევსებისა და დაზუსტების მიზნით, ჩავატარე ანკეტირება.
     მოვამზადე მშობელთა გამოკითხვის ანკეტა (დანართი 7), რომელიც ითვალისწინებდა V-VI კლასების ყველა მშობლის მონაწილეობას. მისი შევსება მოხდა მშობელთა კრებაზე ინდივიდუალურად. მშობლებს დაურიგდათ ანკეტის ფურცლები, რომელშიც მათ დააფიქსირეს საკუთარი პასუხები. მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი დამეხმარა, დამედგინა მშობელთა ჩართულობის ხარისხი მოსწავლის სწავლის პროცესში და ასევე, მოსწავლეთა დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლისა და დაცვის პროცესის მიმართ.
თავი V. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები, რეკომენდაციები
5.1. მონაცემთა ანალიზი:  
     აღწერითი დაკვირვებისას ნათლად გამოიკვეთა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ცოდნისა და დაცვის უნარის მიმართულებით მოსწავლეთა უმრავლესობა ძალიან ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ V-VI კლასების ფიზიკური აღზრდის სტანდარტს.

     ქვემოთ წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამა, სადაც ნათლად ჩანს აღწერითი დაკვირვების შედეგები:
      ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების  წესის შესახებ (ფ.ა.სტ.II.1.).
     ქვემოთ წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი სვეტოვანი დიაგრამის საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს ფოკუსირებული დაკვირვების შედეგები:

     შერჩევითი დაკვირვება გამოვიყენე კვლევის დასკვნით ეტაპზე. მისი ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სწავლა/სწავლების პროცესი პროგრესულად მიმდინარეობდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის არსის, მისი შემადგენელი ელემენტების (პრინციპების) შესწავლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის უნარების განვითარების კუთხით.
     შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე ორი თვის განმავლობაში ვახორციელებდი მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების შესაფასებლად. ასე რომ, ამ ეტაპზე თანადროულად ვმუშაობდი, როგორც მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლისა და მისი დაცვის უნარების განვითარებაზე, ისე მიღწეული შედეგების შეფასებაზე.
     ქვემოთ წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამა, სადაც ნათლად ჩანს შერჩევითი დაკვირვების შედეგები:
     













მოსწავლეთა ინტერვიუდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსწავლეებს გააჩნიათ ჯანსაღი ცხოვრების წესის ცოდნის მიმართ მოტივაციის საკმარისი მუხტი, რომელიც ადვილად გაღვივდება სათანადო ყურადღებისა, თუ მხარდაჭერის პირობებში და ამ მხარდაჭერაში უდიდესი როლი მასწავლებელთან ერთად, მშობლებსაც ეკისრება.
     ანკტირების ზოგადმა ანალიზმა დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, მშობელთა ხმების უმრავლესობა მოდიოდა პასუხზე - ) ხშირად.
ანკეტის საკითხები:
1. ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ ვასწავლო ჯანსაღი ცხოვრების წესი;
2. ოჯახის წევრები ვასწავლით ჯანსაღი ცხოვრების წესს;
3. ვსაუბრობთ პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე;
4. ვსაუბრობთ მავნე ჩვევების ორგანიზმზე უარყოფითი გავლენის შესახებ;
5. ვსაუბრობთ ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე;
6. ვესაუბრები შვილს, რომ ფიზიკური აქტივობითა და სპორტით დაკავება არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი;
7. ატარებთ თუ არა თქვენს შვილს სპორტის რომელიმე სახეობაზე.
     ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზე ნათლად ჩანს აღნიშნული ანალიზის შედეგები:
      რადგანაც, კლასის ზოგად მონაცემებზე დაყრდნობა რისკ ჯგუფის მოსწავლეთა შესასწავლად მკაფიო დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა, აქედან გამომდინარე, ცალკე შევკრიბე და გავაანალიზე იმ მშობელთა (სულ ათი მშობელი) პასუხები, რომელთა შვილებიც ჩემი დაკვირვების მთავარ ობიექტს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, ჩემი წინასწარი მოლოდინი გამართლადა, მშობელთა ხმების უმრავლესობა მოდიოდა პასუხზე - ) იშვიათად“. რამდენიმე შემთხვევებში, კი პასუხად ფიქსირდებოდა ) არასოდეს“.



საბოლოოდ, ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლისას წარმოქმნილი პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის არმქონე ოჯახებია (იხ. მომდევნო დიაგრამა):





5.2. განხორციელებული ინტერვენცია:

     მონაცემთა ანალიზის შედეგად, სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლისა და დანერგვის მიზნით, დავგეგმეთ და განვახორციელეთ შემდეგი ინტერვენციები:

1. მშობლებთან შეხვედრა და მათი ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ: გადავწყვიტე მშობლებთან თანამშრომლობა, რათა აქტიურად ჩართულიყვნენ შვილების ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლისა და დანერგვის პროცესში. სკოლის დირექციის ინიციატივით და დახმარებით დაიგეგმა შეხვედრა, რომლის დროსაც მშობლებს გავაცანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობა ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებაში. აგრეთვე, მათ შეხვედრაზე გადავეცი პლაკატები ,,გაბედე და იყავი ფიზიკურად აქტიური!“ (დანართი 8), ბუკლეტები ,,გაბედე და წამოიწყე შვილებთან ერთად თამაში პირველმა!“ (დანართი 9) და ,,ფიზიკური აქტივობა ყველასთვის სასარგებლოა!“ (დანართი 10);
2. სკოლის დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ერთობლივი ფიზიკური აქტივობის ჩატარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით: სკოლის დირექციის მხარდაჭერით მოეწყო შაბათობა, რომლის დროსაც ყველამ ერთობლივად მოვახდინეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დალაგება და დასუფთავება;
3. პროექტებით სწავლება ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით: დავგეგმეთ და განვახორციელეთ სასწავლო პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. იგი მოიცავდა შვიდ გაკვეთილს, რომლის დროსაც გამოვიყენეთ სწავლების დიფერენცირებული მიდგომა. პროექტით სწავლებისას გამოყენებულ იქნა ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები, საპრეზენტაციო მასალები PowerPoint - ში:
Ø ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“ (დანართი 11);
Ø მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“ პრევენცია (დანართი 12);
Ø მავნე ჩვევის - ,,თამბაქოს მოხმარება“ პრევენცია (დანართი 13);
Ø მავნე ჩვევის -,,ნარკოტიკების მოხმარება“ პრევენცია (დანართი 14);
Ø ,,ფიზიკური აქტივობის სახეები და ჯანმრთელობა“ (დანართი 15);
Ø ჯანსაღი კვება ,,ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები“ (დანართი 16);
Ø ,,პირადი ჰიგიენის დაცვის წესები“ (დანართი 17).
4. სხვადასხვაგვარი მოძრავი და სპორტული თამაშის ჩატარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით: ჩავატარეთ ექვსი სახის მოძრავი და სპორტული თამაში, როგორიცაა:
Ø სამაგიდო თამაში ,,შაში“;
Ø სამაგიდო თამაში ,,ჭადრაკი“;
Ø მოძრავი თამაში ,,მხიარული თამაშები“;
Ø მოძრავი თამაში ,,ორდროშობანა“;
Ø სპორტული თამაში ,,ფეხბურთი“;
Ø სპორტული თამაში ,,ფრენბურთი“.
5. კონფერენციის  ,,ცოდნა ძალა და ჯანმრთელობაა“ ჩატარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით: ჩავატარეთ კონფერენცია შემდეგ თემებთან დაკავშირებით:   
Ø ,,ჯანსაღი გარემო სკოლაში“;
Ø ,,ფიზიკური აქტივობა და სპორტი ჯანმრთელობის სამსახურში“; 
Ø ,,გაუფრთხილდი შენს თავს (თამბაქოსგან, ნარკოტიკებისგან და ალკოჰოლისგან თავისუფალი ცხოვრება)“;
Ø ,,ჯანსაღი საკვები ჯანმრთელობის საწინდარი“;
Ø ,,პირადი ჰიგიენის მნიშვნელობა“. 
6. სკოლის შენობაში საინფორმაციო კუთხის ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“ მოწყობა: სკოლის ფოიეში მოვაწყვეთ საინფორმაციო კუთხე, სადაც გამოვაკარით ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით პლაკატები, ბუკლეტები და  ჩატარებული კონფერენციის ,,ცოდნა ძალა და ჯანმრთელობაა“ დროს, მოსწავლეთა მიერ შექმნილი და წარმოდგენილი პრეზენტაციები (დანართი 18). 

5.3. ინტერვენციების შეფასება:

     იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, დავიწყე რეგულარული მონიტორინგი მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად.
     როგორც კვლევის მეთოდების ანალიზისას ავღნიშნე, შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე პარალელურად ვახორციელებდი ჯნსაღი ცხოვრების წესის შესწავლისათვის მიმართულ ინტერვენციებს და მისი შედეგების მონიტორინგს.
     ქვემოთ ნაჩვენებია ორი თვის მანძილზე მოსწავლეზე დაკვირვების შედეგების ანალიზი ჯნსაღი ცხოვრების წესის შესწავლისა და დაცვის უნარებში ხაზოვანი დიაგრამის სახით (ერთი კონკრეტული მოსწავლის მაგალითზე). მასში ნათლად ჩანს მოსწავლის სწავლის პროგრესი:

        ასევე, წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამა, სადაც განხორციელებული ინტერვენციების შედეგების მონიტორინგის საფუძველზე, ნათლად ჩანს, როგორ ამაღლდა მოსწავლეთა ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და მიღწეულ იქნა V-VI კლასის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სტანდარტის მოთხოვნები:
მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ფ.ა.სტ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანმრთელობის, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდარის, განსაზღვრა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
Ø განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა ნაწილობრივ დამოკიდებული  ჯანმრთელობაზე და რა დადებითი შედეგები მოაქვს ჯანმრთელობას;
Ø აღწერს თამბაქოს ზეგავლენას მწეველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
Ø აღწერს ალკოჰოლის ხანმოკლე და ხანგრძლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე;
Ø აცნობიერებს და განმარტავს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
5.4. რეკომენდაციები:
     ჩემ მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის მანძილზე შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა მაჩვენა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლის, მისი დანერგვის, მავნე ჩვევენის (ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკების მოხმარება) პრევენციის და მოსწავლეთა წარმატებული განვითარების პროცესი ეფუძვნება შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებს:
·      მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება;
·      მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება;
·      მასწავლებელისა და მშობლის მჭიდრო თნამშრომლობა;
·      ჯანსაღი გარემოს შექმნა სკოლასა თუ სახლში.
    აქედან გამომდინარე, შევიმუშავე რეკომენდაციები მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლისა და დაცვის უნარის გასაუმჯობესებლად:
·      ჯანსაღი ცხოვრების წესის ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული ინდივიდუალური მონიტორინგი, რომელიც უნდა განხორციელდეს ესგ-ის სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშნული მიმართულების შედეგების მიხედვით;
·      მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, რათა მოხდეს თითოეული მოსწავლის სწავლის ინდივიდუალური თავისებურებების/მზაობის გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების შეთავაზება ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის უნარის გასაუმჯობესებლად;
·      მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლაზე და დაცვაზე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სასურველი შედეგის მიღწევამდე. განსაკუთრებით ეს აუცილებელია ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევების მქონე მოსწავლეებთან;
·      ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის სისტემატიური ურთიერთთანამშრომლობა. კერძოდ, ინფორმაციის გაცვლა მოსწავლის ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლის პროცესებთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი დამოკიდებულებები, ქცევა, მიღწევები და სიძნელეები სკოლასა თუ სახლში.

 თავი VI. დასკვნები - მიღებული შედეგების შეჯამება

     ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შემიძლია დავასკვნა, რომ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლისა და დაცვის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზები შემდეგია:
·      მოსწავლეებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და არ ჰქონდათ განვითარებული მისი დაცვის უნარი;
·      სწავლა-სწავლების პროცესში არ იყო გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები და განვითარების ტემპი;
·      მოსწავლეები აღიზარდნენ არა ჯანსაღ ოჯახურ გარემოში.

     აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩემ მიერ გატარებულ იქნა კონკრეტული ღონისძიებები. განხორციელებული ინტერვენციების შეფასებამ მიჩვენა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო:
·      მოსწავლეები გახდნენ ინფორმირებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;
·      მოსწავლეებმა გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, რომ იგი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია;
·      მათ შეძლეს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების პოზიტიური კუთხით დანახვა და სპორტისადმი და ზოგადად ფიზიკური აქტივობისადმი ინტერესის გამოჩენა;
·      მოსწავლეებმა განივითარეს ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
·      სკოლაში საგრძნობლად იკლო ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევების გამოვლენის რაოდენობამ.
 თავი VII. გამოყენებული ლიტერატურა

·      ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“ (გზამკვლევი მასწავლებლებისთვის), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი 2015 წელი;
·      ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და მისი ძირითადი პრინციპები“, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ტრენინგები სპორტში, საკითხავი მასალა, თბილისი 2016 ელი;
·      ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი“, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ტრენინგები სპორტში, საკითხავი მასალა, დანართი N2, თბილისი 2017 ელი;
·      დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024: თავი XIX. სპორტი - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები;  თავი XXVI. სპორტი - წლიური პროგრამები კლასების მიხედვით;
·      ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. რედ.  გ. კახიძე. I ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2002წ.
·      ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები. რედ.  გ. კახიძე. II ნაწილი. ”თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2004წ.
·      სპორტის თეორია, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საფუძვლები III ნაწილი, რედ. გ. კახიძე, თბილისი, 2007წ.
ელექტრონული რესურსები
·       დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024:
თავი XIX. სპორტი - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები:
თავი XXVI. სპორტი - წლიური პროგრამები კლასების მიხედვით:
·       სპორტი (I-VI კლასები) გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. ძაგანია გ., ქობალია ქ., ლეჟავა ნ., უთურგაიძე მ. თბილისი, 2011წ.
·       ზურაბიშვილი თ. სოციალურ მონაცემტა ცენტრი თვისებრივი მმეთოდები სოციალურ კვლევაში::
·      დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი:
·      ფიზიკური აქტივობა:
·      ჯანმრთელობის ხელშეწყობა:
·      როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტ გაკვეთილი:


    დანართი

დანართი 1. ჩაღრმავებული ინტერვიუ სკოლის დირექტორთან:

1. როგორც თქვენთვის ცნობილია სკოლა იკვლევს ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ცოდნასთან და დანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. როგორ ფიქრობთ რამდენად სწორადაა შერჩეული საკვლევი თემა? რამდენად აქტუალურია აღნიშნული პრობლემა სკოლისთვის?
2. თქვენ როგორც სკოლის დირექტორი როგორ უწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მოსწავლეებში?
3. რას აკეთებთ იმისათვის, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილები ჩატარდეს ნორმალუად (სპორტული ინვენტარის შეძენა, სპორტული დარბაზისა და მოედნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ა.შ.)?
4. უწყობთ თუ არა ხელს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას?
5. რა სიხშირით გქონიათ სკოლაში მავნე ჩვევების გამოვლენის შემთხვევები?
6. რა სახის მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება) არსებობა შეგინიშნავთ ჩვენს სასკოლო გარემოში?
7. ძირითადად რომელი ასაკის ბავშვებში ხდება მავნე ჩვევების გამოვლენის შემთხვევები?
8. თქვენ რა ზომებს მიმართავთ მსგავსი ფაქტების გამოვლენისას?
9. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისას როგორ თანამშრომლობთ სკოლის მანდატურის სამსახურთან? რა როლი აქვთ მათ ამ პრობლემის მოგვარების საკითხში?
10. თქვენი აზრით როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლება სკოლაში, როგორი პრევენციული ზომების გატარება იქნება აუცილებელი?

დანართი 2. ჩაღრმავებული ინტერვიუ სკოლის მანდატურთან:


1. თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, სკოლაში უმეტესად რა სახის მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება) გამოვლენა ფიქსირდება?
2.  ძირითადად რომელი ასაკის ბავშვებში ხდება მავნე ჩვევების გამოვლენის შემთხვევები? 
3. თქვენ რა ზომებს მიმართავთ მსგავსი ფაქტების გამოვლენისას? 
4. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისას თანამშრომლობთ თუ არა სკოლის დირექტორთან?
5. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისას თანამშრომლობთ თუ არა კლასის დამრიგებელთან?
6. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისას თანამშრომლობთ თუ არა მოსწავლის მშობლებთან?
7. რამდენად აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ბავშვებსა და მოზარდებში სკოლისთვის?
8. თქვენი აზრით როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლება სკოლაში, როგორი პრევენციული ზომების გატარება იქნება აუცილებელი?

დანართი 3. დიაგნოსტიკური ტესტი:


1. რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რომელ ძირითად ელემენტებს (პრინციპებს) შეიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესი?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რას ნიშნავს მავნე ჩვევები და რა ზიანი მოაქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რას ნიშნავს პირადი ჰიგიენა და სხეულის მოვლის პროცედურები?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. ფიზიკური აქტივობის რამდენი სახე არსებობს და რა გავლენა აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობაზე?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. რას ნიშნავს ჯანსაღი და ბალანსირებული საკვები?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 4. ჯგუფური დაკვირვების ფორმა:


ფ.ა.სტ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანმრთელობის, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდარის, განსაზღვრა.


3-მაღალ დონეზე გამოავლინა;   2-საშუალო დონეზე გამოავლინა;   1-საჭიროებს გაუმჯობესებას

თვე
და რიცხვი
N
მოსწავლე (სახელი და გვარი)
განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა ნაწილობრივ დამოკიდებული  ჯანმრთელობაზე და რა დადებითი შედეგები მოაქვს ჯანმრთელობას
აღწერს თამბაქოს ზეგავლენას მწეველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
აღწერს ალკოჰოლის ხანმოკლე და ხანგრძლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე
აცნობიერებს და განმარტავს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ჯამური ქულა

1






2






3






4






5






6






7






8






9






10







დანართი 5. ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა:


მოსწავლე (სახელი და გვარი)  ---------------------------------------------------------------


ფ.ა.სტ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანმრთელობის, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდარის, განსაზღვრა.


3-მაღალ დონეზე გამოავლინა;   2-საშუალო დონეზე გამოავლინა;   1-საჭიროებს გაუმჯობესებას

თვე
და რიცხვი
განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა ნაწილობრივ დამოკიდებული  ჯანმრთელობაზე და რა დადებითი შედეგები მოაქვს ჯანმრთელობას
აღწერს თამბაქოს ზეგავლენას მწეველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
აღწერს ალკოჰოლის ხანმოკლე და ხანგრძლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე
აცნობიერებს და განმარტავს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ჯამური ქულა



















დანართი 6. ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის:

1. სთხოვ თუ არა ოჯახის წევრებს, რომ აგიხსნან ჯანსაღი ცხოვრების წესი?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. გიხსნიან უფროსები ჯანსაღი ცხოვრების წესს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. სთხოვ თუ არა ოჯახის წევრებს, რომ გატარონ სპორტზე?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. ინტერესით უსმენ, როდესაც გასწავლიან გაკვეთილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის
    დაცვას, თუ არ ინტერესდები?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. შენ თვითონ ცდილობ დაიცვა ჯანსაღი ცხოვრების წესი დამოუკიდებლად?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მოგწონს როცა იცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ არა? რატომ?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. რა გიადვილდება/გიძნელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის დროს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. თუ უყვები ხოლმე ვინმეს შესწავლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. შენი აზრით შეიძლება თუ არა პრობლემის მოგვარება?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. შენი აზრით, რაში გჭირდება ყველაზე მეტად დახმარება?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 7. მშობელთა გამოკითხვის ანკეტა:

ვახორციელებ კვლევას მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის უნარის განვითარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, შემოხაზოთ თქვენი პასუხები ქვემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება მოსწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამიტომ, პასუხებში თქვენი გულახდილობა მეტად მნიშვნელოვანია.

თითოეული საკითხის ქვეშ შემოხაზეთ მხოლოდ ერთი პასუხი - ),  ),  ),  ან  ).

1. ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ ვასწავლო ჯანსაღი ცხოვრების წესი;

     ) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

2. ოჯახის წევრები ვასწავლით ჯანსაღი ცხოვრების წესს;

     ) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

3. ვსაუბრობთ პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე;

     ) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

4. ვსაუბრობთ მავნე ჩვევების ორგანიზმზე უარყოფითი გავლენის შესახებ;

     ) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

5. ვსაუბრობთ ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე;

     ) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

6. ვესაუბრები შვილს, რომ ფიზიკური აქტივობითა და სპორტით დაკავება არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი;

     ) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

7. ატარებთ თუ არა თქვენს შვილს სპორტის რომელიმე სახეობაზე;

     ) არასოდეს                ) იშვიათად                ) ხშირად                ) ყოველთვის

8. თუ კიდევ გსურთ რაიმეს თქმა თქვენი შვილის ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლების პროცესთან დაკავშირებულ დადებით, ან უარყოფით მხარეებზე, შეგიძლიათ დაწეროთ ქვემოთ:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 8. პლაკატი ,,გაბედე და იყავი ფიზიკურად აქტიური!“:











დანართი 9.  ბუკლეტი ,,გაბედე და წამოიწყე შვილებთან ერთად თამაში პირველმა!“:













დანართი 10. ბუკლეტი ,,ფიზიკური აქტივობა ყველასთვის სასარგებლოა!“:











დანართი 11. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“:










დანართი 12. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“ პრევენცია










დანართი 13. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია მავნე ჩვევის - ,,თამბაქოს მოხმარება“ პრევენცია







დანართი 14. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია მავნე ჩვევის - ,,ნარკოტიკების მოხმარება“ პრევენცია









დანართი 15. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია ,,ფიზიკური აქტივობის სახეები და ჯანმრთელობა“









დანართი 16. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია ჯანსაღი კვება ,,ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები“









დანართი 17. სასწავლო რესურსი: პრეზენტაცია ,,პირადი ჰიგიენის დაცვის წესები“








დანართი 18. საინფორმაციო კუთხე ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“


 



ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების
კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია

     სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლაში დავგეგმე და განვახორციელე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
     კვლევის მიზნები იყო:
·      მოსწავლეები გამხდარიყვნენ ინფორმირებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის არსისა და მისი ძირითადი პრინციპების შესახებ;
·      სკოლაში მომხდარიყო ცოდნის ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, როლზე, შედეგებზე და მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობა;
·      ბავშვებსა და მოზარდებს გაეცნოთ მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები) ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენები და მათი პრევენციის გზები;
·      მოსწავლეებს შეესწავლათ პირადი ჰიგიენის დაცვის წესები, კბილებისა და სხეულის მოვლის პროცედურები;
·      მოსწავლეებს გაეცნოთ, რომელია ჯანსაღი და ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები პროდუქტები;
·      ბავშვებსა და მოზარდებს შეესწავლათ ფიზიკური აქტივობის სახეები და მათი ჯანმრთელობაზე  გავლენა;
·      მოსწავლეებს გაძლიერებოდათ ინტერესი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილისადმი, გაეაზრებინათ ფიზიკური ვარჯიშების მნიშვნელობა და ჩაბმულიყვნენ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში;
·      ბავშვებსა და მოზარდებს გამომუშავებოდათ ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და მომხდარიყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირება.

     კვლევის საწყის ეტაპზე შევიმუშავე კვლევის გეგმა, შევარჩიე ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევიმუშავე ინტერვენციები - მოვიძიე, გავეცანი და დავამუშავე შესაბამისი ლიტერატურა.
    
     შევქმენი სასწავლო რესურსები, საპრეზენტაციო მასალები PowerPoint - ში:
1. ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“;
2. მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“ პრევენცია;
3. მავნე ჩვევის - ,,თამბაქოს მოხმარება“ პრევენცია;
4. მავნე ჩვევის - ,,ნარკოტიკების მოხმარება“ პრევენცია;
5. ,,ფიზიკური აქტივობის სახეები და ჯანმრთელობა“;
6. ჯანსაღი კვება - ,,ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები“;
7. ,,პირადი ჰიგიენის დაცვის წესები“.
      ასევე შევიმუშავე:  ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვები სკოლის დირექტორთან და მანდატურთან; დიაგნოსტიკური ტესტი; ჯგუფური დაკვირვების ფორმა; ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა; ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის და მშობელთა გამოკითხვის ანკეტა.
     პრობლემა ძალზედ აქტუალური იყო, ამიტომ კოლეგებში ამ კვლევამ თავიდანვე აღძრა ინტერესი. კვლევის მანძილზე (მისი ჩატარების პარალელურად) ჩემი კოლეგები თავადაც იჩენდნენ ინიციატივას, მიეღოთ ინფორმაცია კვლევის მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად, კვლევის მანძილზე ვაწყობდი შეხვედრებს მათთან, ვუზიარებდი კვლევის შედეგებს, რომელსაც ჰქონდა ინტერაქტიური ხასიათი. ვაანალიზებდი მათგან მიღებულ კონსტრუქციულ უკუკავშირს, რაც ძალიან დამეხმარა სამუშაოს შემდგომ წარმართვასა და კვლევის ფარგლებში უკეთეს შედეგებზე გასვლაში.
     კვლევის დასრულების შემდეგ ჩემი მიზანი იყო ჩატარებული კვლევის ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ გაცნობა პედაგოგებისათვის, რისთვისაც გამოვიყენე, როგორც პრეზენტაცია PowerPoint - ში, ასევე ბეჭდური ვერსია, რათა იგი უფრო ადვილად აღქმადი და გასაანალიზებელი ყოფილიყო.
     ჩემი პრეზენტაციის მიზანი იყო გამეგო კვლევის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იყო თუ არა კვლევა საინტერესო და დაეხმარებოდა თუ არა პედაგოგებს სამომავლოდ სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მავნე ჩვევების პრევენციაში. პედაგოგებს ვთხოვე მასალის გაცნობის შემდეგ მოეცათ უკუკავშირი. გაცნობის შემდეგ მოხდა გასაუბრება პედაგოგებთან.
     პედაგოგებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი არსებულ კვლევასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ კვლევის მიზანი ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია, კვლევის ანგარიშის მოსმენამ დაგვანახა სკოლის საჭიროებების კვლევის და ახალი სტრატეგიების სკოლის ცხოვრებაში დანერგვის აუცილებლობა.
     პედაგოგებმა ასევე აღნიშნეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები მნიშვნელოვანი გზამკვლევი გახდება მათთვის და დაეხმარებათ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმატებით დანერგვაში. დადებითად შეაფასეს ამ კვლევაში გამოყენებული ინტერვენციები და განხორციელებული აქტოვობები, რამაც გააჯანსაღა, უფრო საინტერესო გახადა სასკოლო და თანამშრომლობითი გარემო და ხელი შეუწყო, იმას, რომ: მოსწავლეები გახდნენ ინფორმირებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა; შეძლეს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების პოზიტიური კუთხით დანახვა და სპორტისადმი და ზოგადად ფიზიკური აქტივობისადმი ინტერესის გამოჩენა; განივითარეს ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და სკოლაში საგრძნობლად იკლო ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევების გამოვლენის რაოდენობამ.
     ჩემთვის საინტერესო იყო უკუკავშირი, რომელშიც პედაგოგებმა მომიწონეს საკვლევად ამ საკითხის არჩევა და აღნიშნეს, რომ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სკოლის ერთ-ერთი ვალდებულებაა. მათ განსაკუთრებით მომიწონეს სკოლის შენობაში საინფორმაციო კუთხის - ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“ მოწყობა, სადაც გამოკრულია ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მიერ შექმნილი პლაკატები, ბუკლეტები და პრეზენტაციები. ეს საშუალებას იძლევა, რომ სასკოლო სივრცეში მუდმივად არსებობს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც მოსწავლეებს უბიძგებს მისი დანერგვის აუცილებლობისაკენ.
     უკუკავშირი ჩემთვის გამოდგა მეტად საინტერესო და ეფექტური, რისთვისაც დიდ მალობას ვუხდი სკოლის ადმინისტრაციას, მთელ პედაგოგიურ კოლექტივს და განსაკუთრებით კლასის დამრიგებლებს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემ მიერ წამოწყებულ ინიციატივას, აქტიურად იყვნენ ჩართული მთელი კვლევის პროცესის განმავლობაში და მიწევდნენ მხარდაჭერას და დახმარებას.

ინფორმაცია დადებითად შეფასებული კვლევის შესახებ:



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში: ,,დაზიანებებისა და ტრავმების გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენციის გზები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე"

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ