პედაგოგიური კვლევის ანგარიში - ,,თანამშრომლობის როლი ინკლუზიურ განათლებაში"
თანამშრომლობის როლი
ინკლუზიურ განათლებაში
პედაგოგიური კვლევის
ანგარიში
სსიპ ქალაქ თბილისის N81
საჯარო სკოლის პედაგოგები:
მაია მჭედლიშვილი (სამოქალაქო განათლება)
გიორგი მამასახლისი (სპორტი)
თბილისი 2018 წ.
სარჩევი
შესავალი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
3
თავი
I. საკვლევი მასალის მიმოხილვა
--------------------------------------------------------------------------------------------------------- 4
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
--------------------------------------------------------------------------------------------------------- 4
1.1 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო
მიზეზი --------------------------------------------------------------------------------------------------------- 4
1.2 კვლევის მიზანი და ამოცანები
--------------------------------------------------------------------------------------------------------- 4
თავი
II. ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------------------------------------------------------------------------------------
5
სსსმ მოსწავლეების მშობლები ---------------------------------------------------------------------------------------------------------
5
მასწავლებლისა და მშობლის შეხვედრები
--------------------------------------------------------------------------------------------------------- 5
თავი
III. კვლევის მეთოდოლოგია ---------------------------------------------------------------------------------------------------------
6
3.1 რელევანტურობის დასაბუთება
--------------------------------------------------------------------------------------------------------- 6
3.2 პრეტესტის შედეგი ----------------------------------------------------------------------------------
7
3.3 რამდენად იცნობდნენ მშობლები სწავლების სტრატეგიებს
----------------------------------- 7
3.4
მასწავლებლების ანკეტირების შედეგი ---------------------------------------------------------- 8
3.5 გამოკითხვის შედეგები
---------------------------------------------------------------------------- 8
3.6
რა ინტენსივობით უნდა ხდებოდეს შეხვედრები მასწავლებლებსა და მშობლებს შორის - 9
3.7 კვლევის სამიზნე ჯგუფი
--------------------------------------------------------------------------- 9
3.8 მონაცემების შეგროვება. გამოკითხვის
შედეგების ანალიზი ---------------------------------- 9
თავი
IV. ინტერვენციის დაგეგმვა და მისი შედეგები
----------------------------------------------12
4.1 შეხვედრები მასწავლებლებთან და მშობლებთან -----------------------------------------13
4.2 მშობლებთან
მორიგი შეხვედრა -------------------------------------------------------------------13
4.3 რას ნიშნავს პასიური მშობელი და
პასიური მასწავლებელი? --------------------------13
4.4 მოტივაციის ამაღლება ---------------------------------------------------------------------------14
4.5 თანამშრომლობა ----------------------------------------------------------------------------------14
4.6 პოსტტესტის შედეგი
-------------------------------------------------------------------------------15
თავი V.
5.1 რამდენად განხორციელდა მასწავლებლების მიერ დასახული და ჩვენ მიერ შეთავაზებული
აქტივობები? -------------------------------------------------------------------------16
5.2 რამდენად განხორციელდა მშობლების
მიერ დასახული და ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობები? --------------------------------------------------------------------------------------------16
5.3 რამდენად შეძლეს მასწავლებლებმა და მშობლებმა
კვლევის მანძილზე
თანამშრომლობა? ---------------------------------------------------------------------------------------17
რეკომენდაციები
----------------------------------------------------------------------------------------18
თავი
VI. დასკვნა
----------------------------------------------------------------------------------------19
ბიბლიოგრაფია
------------------------------------------------------------------------------------------20
დანართი
-------------------------------------------------------------------------------------------------
21
შესავალი
ეს თემა მრავალწახნაგოვანია
და, შესაბამისად,
კვლევაც დიდ დროს მოითხოვს.
ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ერთი სამიზნე კატეგორია: მასწავლებელი-მშობელი.
თანამშრომლობა მოიაზრება, როგორც
ურთიერთნდობა და პარტნიორობა. თანამშრომლობას
წარმოგიდგენთ სამკუთხედის სახით, რომლის მთავარ მიზანს, როგორც მშობლისთვის, ასევე
მასწავლებლისთვის,
სსსმ მოსწავლის წარმატება
წარმოადგენს.
მოსწავლე
მშობელი მასწავლებელი
თანამშრომლობა სერიოზული ურთიერთობაა
და გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს, კერძოდ:
·
ერთმანეთის მოსმენას;
·
ურთიერთგაგებას;
·
საერთო ინტერესით გაერთიანებას;
·
ერთმანეთის პატივისცემას.
მოსწავლის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია
მასწავლებელსა და მშობელს შორის.
1995 წლის სალამანკას დეკლარაციის თანახმად,
„ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანამშრომლობას და არა კონკურენციას“.
თავი I
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა
მოკლე ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სსიპ
ქალაქ თბილისის N81
საჯარო სკოლა მდებარეობს ისანი-სამგორის რაიონში, ვალერი ჩკალოვის ქუჩის N3-ში. სკოლა
დაარსებულია 1937 წელს. თავდაპირველად სკოლა იყო რუსულენოვანი, 2010 წლიდან
გაიხსნა ქართული სექტორიც. უკანასკნელი წლების განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა
გაიზარდა და 500-დან 880-ს მიაღწია, რაც სკოლის აღიარებაზე
მეტყველებს. სკოლაში მუშაობენ, როგორც ღვაწლმოსილი, ასევე, ახალგაზრდა პედაგოგები.
ინკლუზიური განათლება ჩვენს სკოლაში დაინერგა 2011 წლიდან.
1.1 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო
მიზეზი
სამწუხაროდ, მშობლებს და
ნაწილობრივ მასწავლებლებსაც ბოლომდე არ აქვთ გათავისებული თანამშრომლობისა და
კომუნიკაციის აუცილებლობა. ვფიქრობთ, რომ მიზეზი იმალება კომუნიკაციური უნარებისა
და ჩვევების ნაკლებობაში. ამ პრობლემის დასაძლევად საჭიროა, დაიგეგმოს
და ჩატარდეს ისეთი აქტივობები, რომლებიც მასწავლებლებისა და მშობლების აქტიურ
ჩართულობას შეუწყობს ხელს.
1.2 კვლევის მიზანი და ამოცანები
ჩვენი
კვლევის მიზანია,
მოვნახოთ ისეთი გზები და საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობასა და
კომუნიკაციას.
ჩვენი
ამოცანაა,
გავუადვილოთ მშობლებს კომუნიკაცია და თანამშრომლობა მასწავლებლებთან, მივცეთ მათ
მეტი ინიციატივის საშუალება და მხარი დავუჭიროთ
მისაღებ წამოწყებას.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
ვიდრე კვლევას შევუდგებოდით,
გავიარეთ კონსულტაცია სკოლის სპეც.პედაგოგთან და საფუძვლიანად შევისწავლეთ საკვლევ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურა.
გავეცანით მასალებს თანამშრომლობის როლზე ინკლუზიურ განათლებაში.
მოვიყვანთ ამონარიდს
ნაშრომიდან „გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკლუზიური განათლება)“.
სსსმ მოსწავლეების მშობლები
„ინკლუზიური განათლების
დანერგვის პროცესში სკოლამ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის სწავლებისთვის რეკომენდირებული
პირობები და ხელი შეუწყოს მისი საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ პროცესის
წარმატებით განხორციელება ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია სსსმ მოსწავლის მშობლის
ჩართულობის გარეშე. პედაგოგებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშობელსა და პედაგოგს შორის თანამშრომლობაზე
დაფუძნებული ურთიერთობის დასამყარებლად. რეალურად, ეს ნიშნავს მშობლებთან პარტნიორობას
და მათ მნიშვნელოვან თანამონაწილეებად აღიარებას.
მშობელი ჩართულია
საკუთარი შვილის სასწავლო პროცესის არა მხოლოდ დაგეგმვის, არამედ განხორციელების პროცესში“.
მასწავლებლისა და მშობლის
შეხვედრები
„მასწავლებლისა
და მშობლის შეხვედრების ინტენსიურობა დამოკიდებულია გარემოებებზე, მაგრამ აუცილებლად
უნდა იყოს რეგულარული. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში მშობლებსა და მასწავლებლებს
შორის სისტემატურ ურთიერთობას. მნიშვნელოვანია,
განისაზღვროს მხარეების ფუნქციები და ორივე მხარემ გამოთქვას აზრი, როგორ წარმოუდგენია
თანამშრომლობა“.
თავი III
კვლევის მეთოდოლოგია
3.1 რელევანტურობის დასაბუთება
კვლევის მეთოდებიდან
შევარჩიეთ, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები:
Ø
ფოკუს
ჯგუფის შემადგენლობა: საბაზო-საშუალო საფეხურის რვა პედაგოგი, მშობლები, სპეც. მასწავლებელი;
Ø
მშობლებისათვის
ჩავატარეთ პრეტესტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა გაგვეგო,
რამდენად იცნობენ ისინი ინკლუზიური განათლების პრინციპებს;
Ø
რამდენად
იცნობდნენ მშობლები სწავლების სტრატეგიებს,
რომლითაც მათი შვილების სწავლება ხორციელდება, რა ინტენსივობით უნდა ხდებოდეს ინფორმაციის
გაცვლა მოსწავლის მიღწეულ წარმატებებსა თუ მიმდინარე სირთულეებზე და რა საშუალებებს,
გზებს სთავაზობენ მასწავლებლებს თანამშრომლობისთვის;
Ø
მასწავლებლებთან
ჩავატარეთ ანკეტირება, რომლის მიზანს წარმოადგენდა გაგვეგო, რა ტიპის სიძნელეებს აწყდებიან
მშობლებთან ურთიერთობისას, იჩენენ თუ არა საკმარის ინიციატივას მშობლებთან ურთიერთობისას,
ხდება თუ არა მათი საჭიროებების გათვალისწინება, საკმარისია თუ არა მშობლის მხარდაჭერა
და ჩართულობა მოსწავლის სასწავლო პროცესში,
რამდენად შეთანხმებულად მუშაობენ მასწავლებლები, არის თუ არა მშობელი მიმდინარე პროცესით
კმაყოფილი;
Ø
მასწავლებლებს
და მშობლეს დავუსვით კითხვა, მიაჩნიათ თუ არა, რომ მოსწავლის წარმატებისათვის აუცილებელია
თანამშრომლობა?;
Ø
კვლევის მანძილზე ვაწარმოებდით დღიურს, თუ რა ინტენსივობით
ტარდებოდა შეხვედრები და რომელი საკითხები განიხილებოდა.
Ø
კვლევის
დასასრულს მშობლებისათვის ჩავატარეთ პოსტესტი, რათა გაგვეგო და გაგვეანალიზირებინა
ჩვენი მუშაობა.
3.2
პრეტესტის შედეგები:
რამდენად
იცნობდნენ მშობლები ინკლუზიური განათლების
პრინციპებს?
ინკლუზიური განათლების პრინციპებს სამი მშობლიდან
ნაწილობრივ იცნობდა მხოლოდ ერთი
3.3
რამდენად იცნობდნენ მშობლები სწავლების სტრატეგიებს,
რომლითაც მათი შვილების სწავლება ხორციელდება?
სწავლების სტრატეგიებს ნაწილობრივ
იცნობდა ერთი მშობელი
3.4 მასწავლებლების ანკეტირების შედეგი:
ანკეტირების შედეგად
გამოიკვეთა, რომ მასწავლებელთა 90% იჩენს ინიციატივას მშობლებთან ურთიერთობისას
და ითვალისწინებს მათ საჭიროებებს.
3.5 გამოკითხვის შედეგები:
რამდენად არის მნიშვნელოვანი მასწავლებლებსა
და მოსწავლეთა მშობლებს შორის თანამშრომლობა?
მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების 100% თვლის,
რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა.
3.6 რა ინტენსივობით უნდა ხდებოდეს შეხვედრები მასწავლებლებსა და მშობლებს შორის?
მასწავლებელთა
და მშობელთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ შეხვედრები უნდა ხდებოდეს სისტემატურად.
3.7 კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე
ჯგუფს წარმოადგენდა: IX ა
კლასი, სადაც ორი სსსმ მოსწავლეა(თუმცა ერთი მათგანი იანვრიდან არ გამოცხადებულა სკოლაში
და მარტში ექსტერნატის ფორმით დაძლია პროგრამა
) და Xა კლასი, სადაც ერთი სსსმ მოსწავლეა.
3.8 მონაცემების შეგროვება. გამოკითხვის შედეგების ანალიზი
ჩვენი თხოვნით,
შეიკრიბა ფოკუს ჯგუფი, რომელთაც გავაცანით საკვლევი თემის არსი. მშობლებს და მასწავლებლებს
ვთხოვეთ, დაესახელებინათ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიდა მათ თანამშრომლობასა და
კომუნიკაციას. მშობლების მხრიდან დასახელდა დროის უქონლობა (თითოეული მათგანი მუშაობს
და ვერ ახერხებს ხშირ კომუნიკაციას), მასწავლებლების მხრიდან - მშობელთა გულგრილი დამოკიდებულება,
სპეც.მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა ინიციატივების ნაკლებობაზე მშობელთა მხრიდან.
საბოლოო ჯამში გამოიკვეთა:
·
დროის
ნაკლებობა;
·
მშობელთა
გულგრილობა;
·
ინიციატივების
ნაკლებობა მშობელთა მხრიდან.
ფოკუს ჯგუფის წევრების
პასუხების გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტეთ მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეგვეთავაზებინა
ისეთი აქტივობები, რომლებშიც თითოეული მხარე ხალისით ჩაერთვებოდა.
წინასწარ ვთხოვეთ,
თავად დაესახელებინათ აქტივობები, რომლებსაც კვლევის ვადაში (03.12. 2017 –
29.03.2018) განახორციელებდნენ.
გთავაზობთ მასწავლებლების
მიერ დასახელებული აქტივობების ჩამონათვალს:
ü კომუნიკაციის მეთოდების გამოყენება,
რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
ü ანგარიშის წარმოება მოსწავლის შესახებ,
რომელსაც გაეცნობა მშობელი;
ü
მშობლებთან
სისტემატური შეხვედრების გამართვა;
ü მშობლებთან ერთად სხვადასხვა
გადაწყვეტილების განხილვა (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების
ტიპები);
ü მშობლებისათვის მოსწავლის შესახებ სრული
ინფორმაციის გაზიარება შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი
შეფასების შესახებ.
გთავაზობთ მშობლების
მიერ დასახელებული აქტივობების ჩამონათვალს:
ü
სკოლაში
განხორციელებულ სახალისო აქტივობებში ჩართვა (დაასახელეს მაგ: საახალწლო ზეიმი; დედის
დღე);
ü
მასწავლებლებთან
სისტემატური შეხვედრების გამართვა.
გამოიკვეთა შემდეგი სურათი: მასწავლებლებმა დასახელეს გაცილებით მეტი აქტივობა ვიდრე მშობლებმა.
გთავაზობთ იმ აქტივობებს, როლებიც შევთავაზეთ მასწავლებლებს:
ü დაგეგმეთ შეხვედრები, სადაც
მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე;
ü შექმენით მოსწავლეებს ბლოგები,
რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც;
ü შეაფასებინეთ საკუთარი თავი
მოსწავლეებს და წარუდგინეთ მშობლებს;
ü მიეცით რეკომენდაციები მშობლებს
მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
ü აღნიშნეთ ხშირად, თუ რას აკეთებს
მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გააკეთეთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ;
ü ჩაატარეთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა)
მოსწავლეებსა და მშობლებში.
გთავაზობთ
იმ აქტივობებს, როლებიც შევთავაზეთ მშობლებს:
ü
ხშირად
წარუდგინეთ მასწავლებლებს თქვენი შვილის კლასგარეშე ნამუშევრები, ესაუბრეთ მათ ინტერესებზე,
ამით გასაგები გახდება თქვენი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში;
ü
აწარმოეთ
დღიური, რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ მასწავლებლებთან;
ü
შეეცადეთ
სისტემატურად გაიგოთ ინფორმაცია თქვენი შვილის მიღწევების ან სირთულეების შესახებ;
ü
ეცადეთ
ხშირად დაგეგმოთ ისეთი შეხვედრები რომლებშიც
მასწავლებლებთან ერთად სპეც. პედაგოგიც იქნება ჩართული.
თავი
IV
ინტერვენციების დაგეგმვა და მისი
შედეგები
განხორციელებული ინტერვენციები
4.1 შეხვედრები მასწავლებლებთან და
მშობლებთან
კვლევის
ვადებში დავგეგმეთ 6 შეხვედრა, სამი მშობლებთან და სამი მასწავლებლებთან. მშობლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა,
რომ ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულნი სასკოლო ცხოვრების შესახებ, იმ
სტრატეგიების შესახებ, რომლებითაც მათ შვილებთან მუშაობენ მასწავლებლები. როდესაც
მშობლებს ვკითხეთ, რამ განაპირობა ეს შედეგი?, პასუხი მივიღეთ შემდეგი: „
მასწავლებლებს ვენდობით“, „მასწავლებლებმა უკეთ იციან“. ჩვენ ავუხსენით, რომ პასიურად ყოფნა და მთლიანად
მასწავლებლებზე მინდობა ვერ შეუწყობს ხელს საბოლოო მიზნის მიღწევას.
მასწავლებლებთან შეხვედრისას დავინტერესდით იმ
სტრატეგიებით, რომლითაც ისინი მუშაობენ სსსმ მოსწავლეებთან, იმით, თუ რამდენად
უზიარებენ ამ სტრატეგიებს მშობლებს. ეხმარებიან თუ არა მშობლები ამ სტრატეგიების განხორციელებაში.
მასწავლებლებმა გაგვიზიარეს
სტრატეგიები, რომლითაც ისინი მუშაობენ სსსმ მოსწავლეებთან. გთავაზობთ ამ
სტრატეგიების ჩამონათვალს:
v ქიმიის მაწავლებელი თინათინ კოსტავა -
„უპირველეს ყოვლისა შეძლებისდაგვარად ვამახვილებ ყურადღებას ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაზე, მისი
გამოყენებით ვასწავლი ელემენტთა
სახელწოდებებს და სიმბოლოებს, ვცდილობ მისი დახმარებით ვასწავლო როგორ ააწყონ ნაერთთა ფორმულები და მათი სახელწოდებები.
თეორიულ მასალას ვაძლევ გამარტივებული სახით, საკუთარი სიტყვებით. ვცდილობ ჩავაბა
მოსწავლეები გაკვეთილის ყველა აქტივობაში, საშინაო სამუშაოდ ვაძლევ მათზე მორგებულ
დავალებებს.“
v ფიზიკის მასწავლებელი სვეტლანა
მამუჩიშვილი - „ვცდილობ ვასწავლო რამდენიმე ფიზიკური სიდიდე, მათი საზომი
ერთეულები, გასაზომი ხელსაწყოები და მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები.“
v ინგლისურის მასწავლებელი ბელა
პეტროსიანი - „მოსწავლეებს დასასწავლად და სათარგმნად ვაძლევ მარტივ სიტყვებს და
ვთხოვ მარტივი კონსტრუქციის წინადადებების აწყობას როგორც სკოლაში, ასევე სახლში .“
v გეოგრაფიის მასწავლებელი ლუდმილა
ჯარიაშვილი - „წელს გავდივართ საქართველოს გეოგრაფიას, მოსწავლეებს რუკაზე ვუჩვენებ
საქართველოს ადგილმდებარეობას და შემდეგ იგივეს გამეორებას ვთხოვ მათ, ვასწავლი რა
ნაწილებად ყოფს ლიხის ქედი საქართველოს, ვცდილობ მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ ჩვენი
სამშობლოს მთავარი მდინარეები, მაღალი მთები, რამდენი და რომელი ქვეყნები
ესაზღვრება მას, ვთხოვ კონტურულ რუკაში შესატყვისი ფერებით გააფერადონ შავი ზღვა, მდინარეები, მთები.
სხვადასხვა აქტივობებით ვცდილობ მოსწავლეებმა
იმეორონ ნასწავლი მასალა. მოსწავლეებს საშინაო
დავალებად წასაკითხად ვაძლევ მცირე ზომის ტექსტს.“
v რუსულის მასწავლებელი მადლენა
სევინიანი -„მოსწავლეები ჩემი თხოვნით ადგენენ მარტივი კონსტრუქცის წინადადებებს, კითხულობენ
მარტივ ტექსტს და პასუხობენ დასმულ კითხვებზე,
დაფიდან და წიგნიდან იწერენ ტექსტის ნაწილს სკოლაში, სახელმძღვანელოდან- სახლში.“
v მათემატიკის მასწავლებელი სოფიო ოვსეპიანი
- „მოსწავლეები ცნობენ და ხაზავენ მარტივ მათემატიკურ ფიგურებს, მაგ: სამკუთხედს
და კვადრატს, შეუძლიათ ამ ფიგურების პერიმეტრის და ფართობის პოვნა, შეუძლიათ
მარტივი მათემატიკური მოქმედებების
შესრულება.“
v ქართულის მასწავლებელი ქეთევან კანდელაკი-„მოსწავლეები წიგნიდან
იწერენ მცირე ზომის ტექსტს და ჩემი დახმარებით თარგმნიან გარკვეულ სიტყვებს, წერენ
მარტივი კონსტრუქციის წინადადებებს
სკოლაში და სახლში.“
v ქართულის მასწავლებელი მარინა ხუჭუა-„ მოსწავლე ჩემი დახმარებით (ერთი
წელია რაც მოსწავლემ ისწავლა ქართული ანბანი)
წერს სიტყვებს და ადგენს მარტივ წინადადებებს, კითხულობს მარტივ ტექსტებს,
წერს კარნახით.“
მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ შეძლებისდაგვარად
აცნობენ მშობლებს სასწავლო სტრატეგიებს, რაც შეეხება თანამშრომლობას,
მასწავლებლების აზრით ისინი პასიურები არიან.
4.2
მშობლებთან მორიგი შეხვედრა
მშობლებთან მორიგი შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ
შევახსენეთ მათ ის სტრატეგიები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ მასწავლებლები მათი
შვილების სწავლების დროს და ვთხოვეთ სახლში მიექციათ ყურადღება, რამდენად
ასრულებენ მოსწავლეები მიცემულ დავალებას. კვლევის მანძილზე მშობლების აქტიური
ჩართულობის შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, რაც შესაბამისად გამოიხატა
შეფასებაში (განმსაზღვრელი, განმავითარებელი).
4.3
რას ნიშნავს პასიური მშობელი და პასიური მასწავლებელი?
პასიური მშობელი
მეტწილად, მშობლებთან ურთიერთობის დროს, ისინი
მსმენელის როლში გვევლინებიან, ნაკლებად იჩენენ ინიციატივას. მიაჩნიათ, რომ
მასწავლებელი მათი შვილების მიმართ იჩენს „მოწყალებას“. ამ გრძნობის
გასაქარწყლებლად საჭიროა სანდო და მეგობრული გარემოს შექმნა.
პასიური მასწავლებელი
მასწავლებელი გაკვეთილზე ასრულებს ისგ-თი
გათვალისწინებულ აქტივობებს, მაგრამ არ ცდილობს სსსმ მოსწავლესთან მეტ მუშაობას.
4.4 მოტივაციის ამაღლება
მასწავლებელი გვევლინება აქტიური მსმენელის როლში
და სთხოვს მშობელს დაასახელოს აქტივობა/აქტივობები, რომელიც, მისი აზრით, ხელს
შეუწყობს სსსმ მოსწავლის განვითარებას.
4.5 თანამშრომლობა
მასწავლებელი დეტალურად განიხილავს მშობელთა
სასწავლო მიზნებს. მაწავლებელი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის
წარმატებებსა თუ მიმდინარე სირთულეებზე. მასწავლებელი და მშობელი თანხმდებიან
შეხვედრის დღეებსა და საათზე, უკიდურეს შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლაზე ინტერნეტსაშუალებებით.
4.6 პოსტტესტის შედეგი
კვლევის დამთავრებამდე მშობლებთან ჩავატარეთ პოსტტესტი იმავე კითხვებით, რაც იყო პრეტესტში. შედეგი მივიღეთ ბევრად უკეთესი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გაიზარდა მათი ინფორმირებულობის დონე.
შედეგი წარმოდგენილია დიაგრამაზე
თანამშრომლობის შედეგად მშობლებს ინკლუზიური განათლების პრინციპების შესახებ გაუღრმავდათ ცოდნა.
თავი
V
5.1 რამდენად განხორციელდა მასწავლებლების მიერ დასახული
და ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობები?
კვლევის მანძილზე მასწავლებლებმა განახორციელეს დაგეგმილი და შეთავაზებული
აქტივობების უმეტესობა (დაახ. 70%)
5.2. რამდენად განხორციელდა მშობლების მიერ დასახული და ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობები?
კვლევის
მანძილზე მშობლებმა განახორციელეს დაგეგმილი და შეთავაზებული აქტივობების უმეტესობა
(დაახ. 60%)
5.3 რამდენად შეძლეს მასწავლებლებმა და მშობლებმა კვლევის მანძილზე თანამშრომლობა?
მასწავლებლებმა და
მშობლებმა აქტივობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ითანამშრომლეს.
რეკომენდაციები:
რეკომენდაციები გამომდინარეობს ჩვენ მიერ
ჩატარებული კვლევიდან და გათვალისწინებულია ყველა პედაგოგისა და დაინტერესებული პირისათვის:
მასწავლებლებს ვურჩევთ:
v დაგეგმონ მეტი ღონისძიებები, რომლებშიც
აქტიურად იქნებიან ჩართული მშობლები;
v ენდონ მშობლებს და მისცენ მეტი
ინიციატივის უფლება;
v მუდმივად ითანამშრომლონ მშობლებთან.
მშობლებს ვურჩევთ:
v უკეთ გააცნონ მათი შვილის საჭიროებები
მასწავლებლებს, ნუ დამალავენ იმ პრობლემებს, რისი დანახვაც მასწავლებელს არ
შეუძლია;
v ენდონ მასწავლებლების პროფესიონალიზმს,
მაგრამ აქტიურად ჩაერთონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში;
v მატი დრო გამონახონ შვილებისათვის.
თავი VI
დასკვნა
ჩვენი კვლევა დაყოფილი იყო სამ ეტაპად: პრეტესტი,
შეხვედრები მასწავლებლებსა და მშობლებთან, პოსტტესტი. აღსანიშნავია, რომ კვლევაში როგორც
მასწავლებლები, ასევე მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. გაანალიზების შემდეგ გამოვიტანეთ შემდეგი
დასკვნა:
თანამშრომლობა
საშუალებას აძლევს მასწავლებელსა და მშობელს:
·
ორიენტირებულნი
იყვნენ მხოლოდ მოსწავლეზე;
·
გაითვალისწინონ
მოსწავლის შესაძლებლობები;
·
ერთად დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები;
·
გაითვალისწინონ
ერთმანეთის აზრი;
·
საჭიროების
შემთხვევაში, მიმართონ სპეც.მასწავლებელს;
·
ერთად დაგეგმონ მოსწავლის მომავალი.
მასწავლებლებისა და მშობლების
თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და სასწავლო პროცესში მათი
ჩართულობა, რაც შესაბამისად დადებითად აისახა მათ სასწავლო შედეგებზე.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ
შესაძლებელი იყო კვლევისთვის გამოყოფილი დროის მანძილზე აქტიური თანამშრომლობა, ეს
შესაძლებელია წლების მანძილზეც.
მხოლოდ თანამშრომლობითაა შესაძლებელი
მიზნის მიღწევა.
ბიბლიოგრაფია:
3. https://bbabungo.wordpress.com/2013/06/30/ინკლუზიური-განათლება/
5. www.mes.gov.ge/
7. http://kids.ge/articles/ბავშვის-უფლებათა-კონვენცია-ადაპტირებული
დანართი
პრეტესტი
1. რამდენად კარგად იცნობთ ინკლუზიურ
განათლებას?
ა) გამიგია
ბ) ვიცნობ
გ) ვიცნობ
მეტნაკლებად
2. არის თუ არა საჭირო თანამშრომლობა
მასწავლებელსა და მშობელს შორის?
ა) საჭიროა
ბ) ვერ ვხედავ საჭიროებას
გ) ჩემს შვილს სათანადოდ
მიხედავენ
3. რამდენად იცნობთ იმ სასწავლო სტრატეგიებს, რომლითაც
თქვენი შვილის სწავლება ხორციელდება?
ა) ვიცნობ
ბ) არ ვიცნობ
გ) არ მესმის რა არის სწავლების სტრატეგია
4.
რა ინტენსივობით უნდა
იცვლებოდეს ინფორმაცია თქვენი შვილის მიღწეულ
წარმატებებსა თუ მიმდინარე სირთულეებზე?
ა) ყოველ კვირას
ბ) თვეში ერთხელ
გ) მშობელთა კრებაც საკმარისია
დ) საჭიროების შემთხვევაში მიუთითეთ
თქვენთვის ოპტიმალური დრო
5.
რა საშუალებებს, გზებს სთავაზობთ მასწავლებლებს
თანამშრომლობისთვის?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პოსტტესტი
1. რამდენად კარგად იცნობთ ინკლუზიურ
განათლებას?
ა) გამიგია
ბ) ვიცნობ
გ) ვიცნობ
მეტნაკლებად
2. არის თუ არა საჭირო თანამშრომლობა
მასწავლებელსა და მშობელს შორის?
ა) საჭიროა
ბ) ვერ ვხედავ საჭიროებას
გ) ჩემს შვილს
სათანადოდ მიხედავენ
3. რამდენად იცნობთ იმ სასწავლო სტრატეგიებს, რომლითაც
თქვენი შვილის სწავლება ხორციელდება?
ა) ვიცნობ
ბ) არ ვიცნობ
გ) არ მესმის რა არის სწავლების სტრატეგია
4.
რა ინტენსივობით უნდა
იცვლებოდეს ინფორმაცია თქვენი შვილის მიღწეულ
წარმატებებსა თუ მიმდინარე სირთულეებზე?
ა) ყოველ კვირას
ბ) თვეში ერთხელ
გ) მშობელთა კრებაც საკმარისია
დ) საჭიროების შემთხვევაში მიუთითეთ
თქვენთვის ოპტიმალური დრო
5.
რა საშუალებებს, გზებს სთავაზობთ მასწავლებლებს
თანამშრომლობისთვის?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ანკეტირება
1.
რა ტიპის სიძნელეებს აწყდებით მშობლებთან
ურთიერთობის დროს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
იჩენთ თუ არა საკმარის
ინიციატივას მშობლებთან ურთიერთობისას?
ა) დიახ
ბ) რეგულარულად
გ) საჭიროების შემთხვევაში
3.
ითვალისწინებთ თუ არა
მშობლების საჭიროებებს?
ა) ვითვალისწინებ
ბ) ვცდილობ გავითვალისწინო
გ) ნაკლებად ვითვალისწინებ
4.
მუშაობთ თუ არა შეთანხმებულად?
ა) დიახ
ბ) შეძლებისდაგვარად
გ) არა
5.
რა უპირატესობა აქვს თანამშრომლობას?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Претест
1.
Насколько хорошо
проинформированы вы об инклюзивном образовании?
а) слышал(а)
б) знаком(а)
в) менее знаком(а)
2. Необходимо или нет
сотрудничество между учителями и родителями?
а) необходимо
б) не вижу необходимости
в) за моим ребенком достаточно хорошо проследят
3. Насколько вы знакомы со
стратегиями учебного процесса, которые применяются
по отнашению к вашему ребенку?
а) знаком(а)
б) не знаком(а)
в) не знаю, что такое учебная стратегия
4. С какой интенсивностью
должна менятся информация о достижениях и
проблемах вашего ребенка?
а) каждую неделю
б) в месяц раз
в) по необходимости, укажите
оптимальное время
---------------------------------------------------------------------------------------
5. Какие пути решения проблемы
предлагаете учителям для сотрудничества?
----------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
Посттест
1. Насколько
хорошо проинформированы вы об инклюзивном образовании?
а) слышал(а)
б) знаком(а)
в) менее знаком(а)
2. Необходимо или нет
сотрудничество между учителями и родителями?
а) необходимо
б) не вижу необходимости
в) за моим ребенком достаточно хорошо проследят
3. Насколько вы знакомы со
стратегиями учебного процесса, которые применяются
по отнашению к вашему ребенку?
а) знаком(а)
б) не знаком(а)
в) не знаю, что такое учебная стратегия
4. С какой интенсивностью
должна менятся информация о достижениях и
проблемах вашего ребенка?
а) каждую неделю
б) в месяц раз
в) по необходимости, укажите
оптимальное время
---------------------------------------------------------------------------------------
5. Какие пути решения проблемы
предлагаете учителям для сотрудничества?
----------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
Комментарии
Отправить комментарий